ფერტილობის წამზომი

რა არის ფერტილობის წამზომი?

ფერტილობის წამზომი წარმოადგენს ანალიზს, რომლითაც საკვერცხის (ოვარიალური) რეზერვი ფასდება. ფერტილობის წამზომის ანალიზის საშუალებით შეგვიძლია განვსაზღვროთ დროის გარკვეულ მონაკვეთში ორსულობის შანსები.

რა არის ოვარიალური რეზერვი?


 

საკვერცხეების ოვარიალური რეზერვი ყველა ქალში გენეტიკურადაა განსაზღვრული. კვერცხუჯრედების ხარჯვა პირველი მენსტრუაციიდან იწყება და მთელი რეპროდუქციული ასაკის განმავლობაში გრძელდება. შესაბამისად, ქალს ოვარიული რეზერვი ასაკის მატებასთან ერთად, თანდათან ეწურება.

დაახლოებით 35 წლიდან ქალის ორგანიზმში ფოლიკულების რაოდენობის მკვეთრი შემცირება იწყება. 40-45 წლის ასაკისთვის კი ეს პროცესი კრიტიკულ ზღვარს აღწევს, ანუ ამ პერიოდში სრულფასოვანი კვერცხუჯრედის მარაგი მკვეთრად შემცირებულია. შესაბამისად, რეპროდუქციულ ფუნქციაში ასაკი მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, თუმცა ოვარიალური რეზერვის ამოწურვისგან დაზღვეულები არც 35 წელზე ნაკლები ასაკის ქალები არიან: ოვარიალური რეზერვი გენეტიკურადაა განსაზღრული და თითოეული ქალისთვის ინდივიდუალურია.

როგორ განვსაზღვროთ ოვარიალური რეზერვი


 

საკვერცხის რეზერვის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი სისხლში AMH-ანტი-მიულერის ჰორმონის განსაზღვრაა.

AMH -ანტი-მიულერის ჰორმონის წარმოება ე.წ. პირველად ფოლიკულებში იწყება, რომლებიც მიკროსკოპული ზომისაა და ექოსკოპიაზე არ ჩანს. AMH მთელი რეპროდუქციული პერიოდის განმავლობაში, მენოპაუზის დადგომამდე გამომუშავდება.

სისხლში AMH განსაზღვრა მენსტრუალური ციკლისგან დამოუკიდებლად, ნებისმიერ დროს ხდება, რადგან მისი მაჩვენებელი ციკლის ყველა ფაზაში სტაბილურია.

ოვარიალური რეზერვის განსაზღვრა – ფერტილობის წამზომი


 

ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკა რეპროარტი სისხლში AMH-ანტი-მიულერის ჰორმონს  ულტრათანამედროვე ლაბორატორიში განსაზღვრავს და ორსულობის დაგეგმვისთვის პაციენტს გადაწყვეტილების დროულად მიღების შესაძლებლობას აძლევს.

როცა AMH დაბალია, რეპროარტში შეგიძლიათ:

  • თანამედროვე რეპროდუქციული მიდგომებითა და საკუთარი კვერცხუჯრედის გამოყენებით  ინ ვიტრო განაყოფიერება (ე.წ. ხელოვნური განაყოფიერება) ჩაიტაროთ
  • გაყინოთ კვერცხუჯრედი და ორსულობა სამომავლოდ დაგეგმოთ
  • კრიტიკულად დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში, კვერცხუჯრედის დონაციას მიმართოთ.

დაბალი AMH რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ქალები, რომლებსაც:

  • ნაადრევი კლიმაქსის ოჯახური ანამნეზი აქვთ
  • საკვერცხეზე ქირურგიული ჩარევა აქვთ ჩატარებული
  • აქვთ ენდომეტრიოზი
  • ჩატარებული აქვთ ქიმიო ან სხივური თერაპია.

ვის სჭირდება ოვარიალური რეზერვის შემოწმება?


 

ReproART-ში ოვარიალური რეზერვი  ყველა რეპროდუქციული ასაკის ქალს შეუძლია შეიმოწმოს, თუმცა თუ დაბალი ოვარიალური რეზერვის რისკის ჯგუფს მიეკუთვნებით, უმჯობესია, ძვირფასი დრო არ დაკარგოთ და AMH კვლევა მალევე ჩაიტაროთ.


 

იმისთვის, რომ დაგეგმო რეპროარტის ნაყოფიერების სპეციალისტთან – მეან-გინეკოლოგ, რეპროდუქტოლოგთან კონსულტაცია თბილისის, ქუთაისის ან ბათუმის ფილიალში, აუცილებელი არის წინასწარ ჩაწერა.

გინეკოლოგთან კონსულტაცია გინეკოლოგი

ორსულობის დაგეგმვა

იხილე მეტი +

null

დაათვალიერე კლინიკა

იხილე მეტი +

Wordpress Social Share Plugin powered by Ultimatelysocial
Facebook
Facebook
Twitter