წარმატების მაჩვენებელი

ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკა რეპროარტის ამერიკული მიდგომა


 

ქართულ-ამერიკული ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკა რეპროარტი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომლებმაც სტაჟირება მსოფლიოს წამყვან კლინიკებში გაიარეს. მეან-გინეკოლოგები, რეპროდუქტოლოგები, ემბრიოლოგები, გენეტიკოსები, ანდროლოგები, იმუნოლოგები და სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები ReproART-ის წარმატებულ გუნდს ქმნიან.

ჩვენი გუნდის დახმარებით, მშობლად ყოფნის ბედნიერებას ბევრი ისეთი წყვილი ეზიარა, რომელიც მანამდე დიდხანს უშედეგოდ მკურნალობდა.

კლინიკა რეპროარტის წარმატების მაჩვენებელი


 

ბოლო წლებში ინ ვიტრო განაყოფიერების (ე.წ. ხელოვნური განაყოფიერება) შედეგების ინტერპრეტაცია და ანალიზი საკმაოდ შეიცვალა. წლების წინ ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატების ცნებაში მხოლოდ ის იგულისხმებოდა, რომ გაუყინავი ემბრიონების გადატანა კვერცხუჯრედების ასპირაციის ციკლშივე ხდებოდა, რასაც ორსულობა მოჰყვებოდა. ამ პერიოდში კლინიკები ცდილობდნენ, ლაბორატორიებში ემბრიონები 3 დღეზე მეტ ხანს არ დაეყოვნებინათ: გაყინვის მეთოდი ძალიან სუსტი იყო და მისი გამოყენება ემბრიონების სიცოცხლისუნარიანობას ამცირებდა, ამიტომ კვერცხუჯრედის ასპირაციის ციკლში ემბრიონების გადატანას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

ასაკობრივი ჯგუფები გაუყინავი ემბრიონის
გადატანა
გაყინული ემბრიონის
გადატანა (%)
< 35 53% 66%
35 – 38 50% 57%
38 – 40 35% 41%
41 – 42 23% 28%
42 > 5% 8%
კვერცხუჯრედის დონორი 62% 70%
კვერცხუჯრედის დონორი / სუროგატი დედა 77% 83%

დროთა განმავლობაში გაყინვის მეთოდიკის დახვეწამ (ვიტრიფიკაცია-გაყინვის სწრაფი მეთოდი) და სრულიად ახლებური, გასაყინი და ემბრიონის ბლასტოცისტამდე (მე-5, მე-6 დღის ემბრიონი) კულტივაციისთვის საჭირო ხსნარების შექმნამ ორსულობის შანსი გაყინული და გაუყინავი ემბრიონის შემთხვევაშიც გაცილებით გაზარდა.

ჩვენს კლინიკაში წარმატებით დამუშავდა და გამოიყენება ბლასტოცისტის ვიტრიფიკაცია (გაყინვის სწრაფი მეთოდი), რომელსაც გადარჩენის 98%-იანი შესაძლებლობა და ასაკის მიუხედავად, ორსულობის 65%-იანი ალბათობა ახასიათებს.

ზოგჯერ პაციენტებს მცდარად მიაჩნიათ, რომ თუ ემბრიონის გადატანა გაუყინავ ციკლშივე არ მოხდება, მათ ორსულობის შანსი შეუმცირდებათ. სინამდვილეში, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ხშირად საჭირო ხდება ემბრიონის გაყინვა, პაციენტის საშვილოსნოს სათანადოდ მომზადება და გაყინული ემბრიონის მხოლოდ ამის შემდეგ გადატანა. ამგვარად, გაყინული ემბრიონი არათუ ამცირებს ორსულობის მიღწევის შანსს, არამედ პირიქით: ზრდის კიდეც.

ბევრი წამყვანი ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკა და მათი გამოცდილება ადასტურებს, რომ გაყინული ემბრიონებით მიღებული ორსულობის სიხშირე უფრო მაღალია, ვიდრე მაშინ, როცა ორსულობა იმავე ციკლში გადატანილი, გაუყინავი ემბრიონების დროს დგება.

  • 64.5%

ორსულობის მაჩვენებელი რეპროარტში გაყინული/გამლღვალი

ემბრიონების გადატანის შემდეგ.

  • 63%

ორსულობის მაჩვენებელი რეპროარტში, გაუყინავი ემბრიონის

გადატანის შემდეგ.

ინ ვიტრო განაყოფიერება და PGS (პრეიმპლანტაციურ გენეტიკური სკრინინგი)


 

თუ ამ შედეგებს პრეიმპლანტაციურ გენეტიკურ დიაგნოსტიკა/სკრინინგს (24 ქრომოსომის კვლევა, 22 აუტოსომული და X,Y ქრომოსომის სკრინინგი) დავამატებთ, ინ ვიტრო განაყოფიერების (In Vitro Fertilization) შედეგიანობა კიდევ უფრო გაიზრდება და ორსულობის შეწყვეტის ალბათობა მნიშვნელოვნად შემცირდება.

მიღებული შედეგების საფუძველზე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკა რეპროარტი შვილის ყოლის შანსს ყველა უნაყოფო წყვილს აძლევს.
null

რა არის ინ ვიტრო განაყოფიერება?

იხილე მეტი +

მეტი +
Wordpress Social Share Plugin powered by Ultimatelysocial
Facebook
Facebook
Twitter