ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია

ICSI

ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია (ICSI)


 

ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია (ICSI), ინ ვიტრო განაყოფიერების დროს, კვერცხუჯრედის განაყოფიერების მიზნით გამოიყენება. როგორც ცნობილია, კვერცხუჯრედის განაყოფიერება შესაძლებელია როგორც სტანდარტული ინსემინაციით (როდესაც სპერმა და კვერცხუჯრედი ერთ ჭურჭელში თავსდება და განაყოფიერება ბუნებრივად ხდება), ისე სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინექციის (ICSI) გამოყენებით. ასეთ დროს სპერმა ძალიან პატარა ზომის, ნატიფი დამუშავების მინის პიპეტით, მიკროსკოპის ქვეშ, პირდაპირ კვერცხუჯრედის ციტოპლაზმაში თავსდება.

საქართველოში ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია (ICSI) სწორედ რეპროდუქციული კლინიკა ReproART-ის დამფუძნებელის და დირექტორის ლიკა ჭყონიას ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ გახდა შესაძლებელი; 2004 წელს კი პირველი ბავშვი დაიბადა. ამით ჩვენს ქვეყანაში მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობაში უმნიშვნელოვანესი პერიოდი დაიწყო. მამაკაცებს, რომლებიც ითვლებოდნენ სტერილურებად (უშვილოდ), ამ მეთოდის გამოყენებით ბიოლოგიური შვილის გაჩენის შესაძლებლობა მიეცათ.

ანუ, თუ ერთი სპერმატოზოიდი მაინც მოიძებნა მიკროსკოპის ქვეშ, თქვენი ბიოლოგიური შვილი გეყოლებათ. 
ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექციაICSI Reproart Clinic
ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია რეპროარტი
ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია რეპროარტი

რა შემთხვევებში გამოიყენება ICSI?


  • როცა სპერმატოზოიდების კონცენტრაცია, მოძრაობა და მორფოლოგია დაბალია, ანუ სპერმის მახასიათებლები დარღვეულია
  • აზოოსპერმიის დროს, როდესაც ეაკულატში სპერმა არ არსებობს და სპერმა მიკროქირურგიული ოპერაციით მიიღება
  • თუ ინ ვიტრო განაყოფიერების (ე.წ. ხელოვნური განაყოფიერება) წინა ციკლში სტანდარტული ინსემინაციით (როდესაც სპერმა და კვერცხუჯრედი ერთ ჭურჭელში თავსდება) კვერცხუჯრედის განაყოფიერება არ მოხდა
  • როცა უშვილობის მიზეზები უცნობია – უცნობი გენეზის უშვილობა

ICSI-ს წარმატება ემბრიოლოგების გამოცდილებასა და ცოდნაზეა დამოკიდებული. ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკა რეპროარტის მაღალკვალიფიციური პერსონალის დახმარებით, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ლაბორატორიაში სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინექციით (ICSI) კვერცხუჯრედთა 80% ნაყოფიერდება.

 


 

თუ სპერმის მახასიათებლები შეცვლილია, თუ დიაგნოზი აზოოსპერმიაა, თუ თქვენი წინა მკურნალობა უშედეგოდ დამთავრდა, დაგეგმე ქართულ-ამერიკულ რეპროდუქციულ კლინიკა რეპროარტის უნაყოფობის სპეციალისტთან კონსულტაცია თბილისის ქუთაისის ან ბათუმის ფილიალში.

null

უშვილობის მკურნალობა

იხილე მეტი +

Wordpress Social Share Plugin powered by Ultimatelysocial
Facebook
Facebook
Twitter