კარიოტიპირება

კარიოტიპირება (ქრომოსომული ანალიზი), წარმოადგენს რუტინულ დიაგნოსტიკურ საშუალებას, რომელიც სხვადასხვა არასპეციფიკური კლინიკური სიტუაციების დროს გამოიყენება.

კარიოტიპირება (ქრომოსომული ანალიზი) რეპროარტში


 

ReproART-ში კარიოტიპირება, შესაბამისი კლინიკური ჩვენებების არსებობის შემთხვევაში, თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიაში, მაღალკვალიფიციური პერსონალის მიერ ტარდება.

კლინიკური ჩვენებები ქრომოსომული (ციტოგენეტიკური) ანალიზისთვის


 

კარიოტიპირება (ქრომოსომული ანალიზი), შემდეგი ჩვენებების არსებობის შემთხვევებში გამოიყენება:

  • მკვდრადშობადობა და ნეონატალური სიკვდილი ოჯახში
  • სასქესო ორგანოების ანომალიების დროს ახალშობილის გენეტიკური სქესის დადგენა
  • ადრეულ ასაკში გამოვლენილი ზრდისა და განვითარების პრობლემები:
  • ჩამორჩენა ზრდასა და ფიზიკურ განვითარებაში;
  • დისმორფული გარეგნობა;
  • მრავლობითი მანკები;
  • ტანდაბლობა;
  • განუვითარებელი ან გაურკვეველი სქესის გენიტალიები;
  • გონებრივი ჩამორჩენილობა;
  • ჩამორჩენილი სქესობრივი განვითარება.
  • უნაყოფობასთან დაკავშირებული პრობლემები:
  • პირველადი ამენორეა;
  • მეორადი ამენორეა;
  • ორზე მეტი თვითნებური აბორტი;
  • სპერმატოგენეზის დარღვევები.
  • ოჯახის ისტორია — როცა პაციენტის პირველი რიგის ნათესავს ქრომოსომული პათოლოგია აქვს, მისი ქრომოსომული გამოკვლევა აუცილებელია
  • გვიანი ორსულობა — 30-35 წელს გადაცილებულ ქალებში ნაყოფის ქრომოსომული ანომალიების განვითარების საშიშროება არსებობს. შესაბამისად, აუცილებელია ნაყოფის შესაძლო ქრომოსომული ანომალიების პრენატალური სკრინინგი, საჭიროების შემთხვევაში კი — დიაგნოსტიკა.

 


 

იმისთვის, რომ დაგეგმო ქართულ-ამერიკულ რეპროდუქციულ კლინიკა რეპროარტის თბილისის, ქუთაისის ან ბათუმის ფილიალში ვიზიტი, აუცილებელი არის წინასწარ ჩაწერა.

null

რა არის ინ ვიტრო განაყოფიერება?

იხილე მეტი +

null

ხშირად დასმული კითხვები

იხილე მეტი +

Wordpress Social Share Plugin powered by Ultimatelysocial
Facebook
Facebook
Twitter