დიაგნოსტიკური ლაბორატორია

კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორია


 

ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი ევროპული და ამერიკული კომპანიების უახლესი, ულტრათანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი.

ReproART-ში ფუნქციონირებს დიაგნოსტიკური ბაზა, რომელიც გინეკოლოგიური და ანდროლოგიური პაციენტების კომპლექსურ გამოკვლევას უზრუნველყოფს. ამას გარდა, კლინიკო-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში წყვილების უშვილობის მიზეზები დგინდება.

ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი და მისი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დიაგნოსტიკური ბაზა გამოკვლევების სრულ სპექტრს უზრუნველყოფს, მათ შორის სისხლის, ბიოქიმიურ და ჰორმონალურ ანალიზებს. ავტომატური ანალიზატორები კი, რომლებითაც ლაბორატორიაა აღჭურვილი, მიღებული შედეგების სიზუსტეს განაპირობებს.

საჭიროების შემთხვევაში, რეპროარტი ჰორმონალური ანალიზების პასუხის მიღებას 1 საათში უზრუნველყოფს.

რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ხარისხის ყოველდღიურ კონტროლს, ლაბორატორიული ტექნიკის სპეციალური თანამედროვე აპარატურით უწყვეტ მონიტორინგსა და მეთოდოლოგიის თანხვედრას მკურნალობის იმ სქემებთან, რომლებიც ReproART-ის გუნდის ამერიკელ წევრთან, დევიდ მაკკალასთან ერთად მუშავდება.


 

ანალიზის გასაკეთებლად წინასწარ დაგეგმე ვიზიტი კლინიკა რეპროარტის თბილისის, ქუთაისის ან ბათუმის ლაბორატორიაში.

null

დანიშნეთ ვიზიტი

იხილე მეტი +

null

ორსულობის სკრინინგ ტესტები

იხილე მეტი +

Wordpress Social Share Plugin powered by Ultimatelysocial
Facebook
Facebook
Twitter