კოლპოსკოპია

რა არის კოლპოსკოპია?


 

კოლპოსკოპია დიაგნოსტიკური კვლევის ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც საშუალებას გვაძლევს მაღალი გადიდების ქვეშ, ახლოდან დავათვალიეროთ საშვილოსნოს ყელი, საშოს კედლები, ვულვა.

კოლპოსკოპიის კვლევა ინიშნება პაპ ტესტის ანალიზის შედეგის, ან ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით.

პროცედურა გამოიყენება შემდეგი დიაგნოზების დასადგენად:


  • გენიტალური კონდილომები;
  • საშვილოსნოს ყელის ანთებითი პროცესი;
  • საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე მდგომარეობა;
  • საშოს კიბოსწინარე მდგომარეობა;
  • ვულივის კიბოსწინარე დაავადებები.

როგორ მიმდინარეობს პროცედურა?


 

რეპროდუქციულ კლინიკა რეპროარტში კოლპოსკოპიის პროცედურა ტარდება ამბოლატორიულ პირობებში და იგი გრძელდება დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში. პროცედურა სრულიად უსაფრთხოდ და უმტკივნეულოდ, ანესთეზიის გარეშე მიმდინარეობს. 

რა უნდა ვიცოდეთ პროცედურის დაგეგმვამდე?


 

კოლპოსკოპიის პროცედურის დაგეგმვამდე უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

  • პროცედურა ვერ გაკეთდება მენსტრუაციის პერიოდში;
  • თავი შეიკავეთ სქესობრივი კავშირისგან პროცედურამდე 1-2 დღით ადრე;
  • არ გამოიყენოთ ტამპონი პროცედურის დღეს;
  • არ გამოიყენოთ ვაგინალური მედიკამენტები პროცედურამდე.

ბიოფსია კოლპოსკოპიის დროს


 

პაპ ტესტის ანალიზის შედეგში ან ექიმის მიერ საშვილოსნოს ყელის შეფასების დროს თუ აღინიშნება საყურადღებო ვცლილება, უნდა ჩატარდეს კოლპოსკოპია, იმისთვის რომ სრულფასოვნად შეფასდეს პაცენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. არის შემთხვევები, როდესაც პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს ბიოფსია.

ბიოფსიის დროს ექიმი საყურადღებო უბნიდან იღებს ქსოვილის ნიმუშს. საშვილოსნოს ყელის ბიოფსია, როგორც წესი არ არის მტკივნეული, თუმცა შესაძლოა თან ახლდეს მსუბუქი დისკომფორტი, საშოს ბიოფსის დროს კი ექიმმა შესაძლოა გამოიყენოს ადგილობრივი ანესთეზია.

null

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია

იხილე მეტი +

იმისთვის, რომ დაგეგმო რეპროარტის ნაყოფიერების სპეციალისტთან – მეან-გინეკოლოგ, რეპროდუქტოლოგთან კონსულტაცია თბილისის, ქუთაისის ან ბათუმის ფილიალში, აუცილებელი არის წინასწარ ჩაწერა.

Wordpress Social Share Plugin powered by Ultimatelysocial