კვერცხუჯრედის დონაცია

რა არის კვერცხუჯრედის დონაცია


 

კვერცხუჯრედის დონაცია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მკურნალობის ნაწილია. კვერცხუჯრედის დონორის ჩართვა მკურნალობის პროცესში სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება საჭირო. დონაციის პროგრამის დროს მომავალ დედას კვერცხუჯრედს ახალგაზრდა დონორი აძლევს.

კვერცხუჯრედის დონაცია უშვილო წყვილებისთვის მაშინაა მიზანშეწონილი, როდესაც ქალის ორგანიზმში კვერცხუჯრედების მომწიფება არ ხდება; ან მათი ხარისხი ორსულობის შესაძლებლობას არ იძლევა. აღნიშნული ფაქტორები შემდეგი მიზეზებით შეიძლება იყოს განპირობებული:

  • გონადების დისგენეზია – საკვერცხეების განვითარების დეფექტი ან არ არსებობა
  • საკვერცხის ნაადრევი განლევის სინდრომი
  • ქალის ასაკის (>35წ) გამო შემცირებული საკვერცხის რეზერვი
  • ოვულაციის სტიმულაციის მედიკამენტებზე ორგანიზმის არასათანადო პასუხი
  • როცა ქალს გენეტიკური პრობლემები აღენიშნება და მათი მემკვიდრეობით გადაცემის თავიდან აცილებაა საჭირო
  • რამდენიმე ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად მიღებული უხარისხო კვერცხუჯრედები
  • წარუმატებელი ქირურგიული ჩარევა (კისტის ოპერაცია, კაუტერიზაცია)

კვერცხუჯრედის დონაცია რეპროარტში


 

ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი მრავალწლიანი დასავლური გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდის, მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეთოდებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიის დახმარებით, კვერცხუჯრედის დონაციის წარმატებულ პროგრამას გთავაზობთ.

კვერცხუჯრედის დონაციის პროგრამის შედეგად, რეპროარტში ორსულობას შემთხვევათა 70%-ში ვღებულობთ.

კვერცხუჯრედის დონაციის ეტაპები


  • თავდაპირველად რეპროდუქტოლოგი უშვილო წყვილის ჯანმრთელობას აფასებს. თუ მისი რეკომენდაციით აღმოჩნდება, რომ მომავალმა მშობლებმა კვერცხუჯრედის დონორი უნდა გამოიყენონ, წყვილი კვერცხუჯრედის მათთვის შესაფერის დონორს სუროგაციისა და დონაციის სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან აირჩევს.
  • შერჩევის შემდეგ კვერცხუჯრედის დონორი შესაბამის გამოკვლევებს ჩაიტარებს (შესაძლებელია მემკვიდრულ დაავადებებზე გენეტიკური კვლევების ჩატარებაც). თუ იგი მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, მოხდება კვერცხუჯრედის დონორისა და პაციენტის ციკლების სინქრონიზაცია. ერთ ციკლში რამდენიმე კვერცხუჯრედის მისაღებად კვერცხუჯრედის დონორი მკურნალობის კურსს (საკვერცხეების სტიმულაცია) გაივლის.

  • კვერცხუჯრედების აღება საკვერცხეებიდან ფოლიკულების ასპირაციის გზით ხდება. ემბრიოლოგის შეფასების შემდეგ მიღებული კვერცხუჯრედები პარტნიორის ან დონორის სპერმით განაყოფიერდება. მიღებული ემბრიონის გადატანა პაციენტის საშვილოსნოში ან იმავე ციკლში ხდება, ან ემბრიონები იყინება და ისინი სხვა ციკლში გადაგვაქვს.
null
გაქვს კითხვები? – დაუკავშირდი სუროგაციის და დონაციის სააგენტოში პროგრამის კოორდინატორს info@ivftoursgeorgia.com ან დარეკე +995 591 900 385

 


 

იმისთვის, რომ დაგეგმო რეპროარტის ნაყოფიერების სპეციალისტთან – მეან-გინეკოლოგ, რეპროდუქტოლოგთან კონსულტაცია თბილისის, ქუთაისის ან ბათუმის ფილიალში, აუცილებელი არის წინასწარ ჩაწერა.

null

პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტი ანეუპლოიდიისთვის

იხილე მეტი +

Wordpress Social Share Plugin powered by Ultimatelysocial
Facebook
Facebook
Twitter