მორეციდივე (ჩვეული) აბორტი

მორეციდივე (ჩვეული) აბორტი მძიმე და, ხშირ შემთხვევაში, უიმედო მდგომარეობაა, რომელიც პაციენტის დიდ ემოციურ სტრესს იწვევს. სტატისტიკის მიხედვით, იგი შეიძლება 5 ორსულობიდან ერთში შეგვხვდეს.

მორეციდივე (ჩვეული) აბორტის, იგივე ნაყოფის დაკარგვის სინდრომის, გამომწვევი მიზეზები კომპლექსურია. იგი შემდეგ ფაქტორებთან ასოცირდება:

  • რეპროდუქციული სისტემის ანატომიური დეფექტი
  • ენდოკრინული/ჰორმონალური დარღვევები
  • სისხლის კოაგულაციის დარღვევები/თრომბოციტების აგრეგაციის დარღვევა

აღნიშნული სინდრომების მნიშნელოვანი ნაწილი მკურნალობას ექვემდებარება.

მორეციდივე (ჩვეული) აბორტი რეპროარტი

დიდი ხნის განმავლობაში ზოგიერთი მორეციდივე აბორტის გამომწვევი მიზეზის განსაზღვრა შეუძლებელი იყო. ბლასტოცისტის (მეხუთე დღის ემბრიონი) გენეტიკური კვლევების განვითარებამ უცნობი მიზეზით განპირობებული, მრავალჯერადი აბორტით გამოწვეული უნაყოფობის მკურნალობის შესაძლებლობა მოგვცა.

ცნობილია, რომ ანეუპლოიდიის (ქრომოსომების არასწორი რაოდენობა) მქონე ემბრიონი სპონტანური აბორტის გამომწვევია. ემბრიონის ბიოფსია, რომელიც პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგისთვის ტარდება, შესაძლებლობას გვაძლევს, გადასატანად მხოლოდ 23 წყვილი ქრომოსომის მქონე ემბრიონები შევარჩიოთ. ჯანმრთელი ემბრიონების გალღობა და გადატანა ორსულობის შანსს, მინიმუმ, 2-ჯერ ზრდის. ამგვარი ორსულობის შეწყვეტის შანსი კი მხოლოდ 5-10%-ია.

მორეციდივე (ჩვეული) აბორტის მკურნალობა რეპროარტში


 

ოჯახებს, რომლებიც წლების განმავლობაში შვილის ყოლას უშედეგოდ ცდილობდნენ, რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი ჯანმრთელი ბავშვის გაჩენის შესაძლებლობას აძლევს.

ენდოკრინული, ქრომოსომული და კოაგულაციის დარღვევები 35 წელზე უფროსი ასაკის ქალებში მეტადაა გამოხატული, ამიტომ მათი მკურნალობის პროცესში ამ დარღვევებს დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს.

რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი ყველა აღნიშნული პრობლემის დიაგნოსტიკასა და სათანადო მკურნალობას გთავაზობთ.

იმისთვის, რომ დაგეგმო რეპროარტის ნაყოფიერების სპეციალისტთან – მეან-გინეკოლოგ, რეპროდუქტოლოგთან კონსულტაცია თბილისის, ქუთაისის ან ბათუმის ფილიალში, აუცილებელი არის წინასწარ ჩაწერა.

Wordpress Social Share Plugin powered by Ultimatelysocial
Facebook
Facebook
Twitter