ორსულობის დაგეგმვა

ორსულობის დაგეგმვა ნატურალურ ციკლში


 

თუ წყვილს 1 ან მეტი წლის განმავლობაში, დაუცველი სქესობრივი კონტაქტი აქვს, მაგრამ ორსულობა არ დგება, ან ქალს არარეგულარული მენსტრუაციული ციკლი, ან ანოვულაცია აღენიშნება სჯობს დროულად დაიგეგმოს უნაყოფობის სპეციალისტთან ვიზიტი.

რეპროარტში, უნაყოფობას ყოველთვის არ მკურნალობენ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით. ზოგჯერ საკმარისია განისაზვღვროს ის ხელსაყრელი დღეები, რა დროსაც ქალის ორგანიზმი მზად არის ორსულობის მისაღებად, რასაც უნაყოფობის სპეციალისტი ადგენს ექო მონიტორინგით და გარკვეული ჰორმონალური კვლევებით. შემდეგ, უკვე ხდება ორსულობის დაგეგმვა ნატურალურ ციკლში.

რას ნიშნავს ნატურალური ციკლი?


 

ნატურალური მენსტრუალური ციკლი ერთი კვერცხუჯრედის სასიცოცხლო ციკლია, რომელიც ქალის ორგანიზმში შემდეგნაირად მიმდინარეობს: ქალის სასქესო ორგანოებში — საკვერცხეებში — კვერცხუჯრედის მომწიფება და მისი ოვულაცია (ფალოპის მილებში გადმოსროლა) იწყება, რასაც განაყოფიერების შემთხვევაში ორსულობის დადგომა მოსდევს. თუ კვერცხუჯრედი არ განაყოფიერდება, საშვილოსნოს ლორწოვანის ჩამოფცქვნა — მენსტრუაცია ხდება.

მენსტრუაცია იმ რეგულარული პროცესის ნაწილია, რომელიც ქალს თვიდან თვემდე ორსულობისთვის ამზადებს. მენსტრუალური ციკლი განსხვავებულია: როგორც წესი, მისი ხანგრძლივობა 21-დან 35 დღემდე მერყეობს, მენსტრუალური სისხლდენა კი დაახლოებით 3-6/7დღეს გრძელდება. თუმცა ყოველი ციკლი ინდივიდუალურია და შესაძლოა, ერთი და იმავე ქალის შემთხვევაშიც კი, თვიდან თვემდე სხვადასხვანაირად წარიმართოს.

მენსტრუალური ციკლის ფაზები

მენსტრუალური ციკლი შემდეგ ფაზებად იყოფა:

  • ფოლიკულური ფაზა
  • ოვულაცია
  • ლუთეინური ფაზა

ფოლიკულური ფაზა მენსტრუალური სისხლდენის დაწყებისთანავე დგება. ამ დროს ჰიპოფიზში პროდუცირებული ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) რაოდენობა მატულობს, რაც ფოლიკულის ზრდას განაპირობებს. პარალელურად, საკვერცხეში ესტროგენების გაძლიერებული წარმოება ხდება, რომელთა ზემოქმედებით, საშვილოსნოში ლორწოვანი გარსის „განახლება“ სტიმულირდება. ფოლიკულური ფაზის დასრულებას ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის კონცენტრაციის კრიტიკულ მინიმუმამდე დაწევა და მალუთეინიზირებელი ჰორმონის პირკის დადგომა განაპირობებს, რასაც თან შემდგომი ეტაპი – ოვულაცია მოსდევს.

ოვულაცია გასანაყოფიერებლად მომზადებული კვერცხუჯრედის საკვერცხის ”გარეთ” გადმოსროლას ჰქვია. ამ ეტაპზე მალუთეინიზირებელი ჰორმონის (LH) გამომუშავება ძლიერდება, რის ფონზეც ფოლიკული სკდება და გასანაყოფიერებლად მომწიფებული კვერცხუჯრედი ფალოპის მილში გადმოისროლება. კვერცხუჯრედი მხოლოდ 12-48 საათს “ცოცხლობს“. შემდგომი პროცესის განვითარება კი კვერცხუჯრედის განაყოფიერებაზეა დამოკიდებული.

თუ განაყოფიერება მოხდება, შემდგომი მენსტრუალური ციკლი აღარ დგება და ფოლიკული „ყვითელ სხეულად“ აგრძელებს ფუნქციონირებას.

თუ განაყოფიერება არ მოხდება, ყვითელი სხეული ინვოლუციას (უკუგანვითარება) განიცდის; რის გამოც სისხლში პროგესტერონისა და ესტროგენების დონე მკვეთრად ეცემა, ხდება საშვილოსნოს ლორწოვანის ჩამოფცქვნა — მენსტრუაცია.

ორსულობის დაგეგმვა რეპროარტში


 

რეპროარტი ნატურალური ციკლის მონიტორინგს კლინიკაში დანერგილი თანამედროვე სტანდარტებით ახორციელებს. ReproART-ის კვალიფიციური მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი საშვილოსნოსა და საკვერცხეებში მენსტრუალური ციკლისთვის დამახასიათებელ ფაზურ ცვლილებებს ინდივიდუალურად აკვირდება. შედეგად, იგი:

  • აფასებს ანატომიურ სრულფასოვნებას
  • აკვირდება ფოლიკულის ზრდასა და განვითარებას
  • აკვირდება ოვულაციის პროცესს
  • აფასებს ენდომეტრიუმს
  • აკვირდება მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზის სრულფასოვნებას
  • ადგენს ჩასახვისთვის ხელსაყრელ დღეებს

 


 

ნატურალურ ციკლში ორსულობის დასაგეგმად რეპროარტის ნაყოფიერების სპეციალისტთან ვიზიტია საჭირო. კონსულტაციის დასაგეგმად – თბილისის, ქუთაისის ან ბათუმის ფილიალში აუცილებელი არის წინასწარ ჩაწერა.

null

საშვილოსნოს მილების გამოკვლევა

იხილე მეტი +

null

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია

იხილე მეტი +

Wordpress Social Share Plugin powered by Ultimatelysocial
Facebook
Facebook
Twitter