საკვერცხეების მედიკამენტოზური სტიმულაცია

საკვერცხეების მედიკამენტოზური სტიმულაცია ბუნებრივი გზით ორსულობის დაგეგმვის ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია. მედიკამენტოზური სტიმულაციისას პაციენტებში, რომელთაც ოვულაცია დარღვეული აქვთ (ანოვულაცია), ოვულაციის გამოწვევა მედიკამენტების გამოყენებით ხდება და ორსულობის შანსი იზრდება.

ოვულაცია და ორსულობა


 

ოვულაცია (ფოლიკულიდან მომწიფებული კვერცხუჯრედის გამოსვლა) წარმოადგენს პროცესს, რომლის მიმდინარეობისას ფოლიკულიდან გამოთავისუფლებული კვერცხუჯრედი ერთ-ერთ ფალოპის მილში ხვდება და ნაყოფიერდება.

რეგულარული, 28-დღიანი მენსტრუალური ციკლის შემთხვევაში, ოვულაცია მენსტრუაციის 13-14 დღეს დგება. კვერცხუჯრედის სიცოცხლისუნარიანობა კი 24-48 საათს გრძელდება.

თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო, რეპროდუქციული ასაკის ქალს ზოგჯერ ოვულაციის პროცესი დარღვეული აქვს, რის გამოც ანოვულაცია ვითარდება. ანოვულაცია არის მდგომარეობა, როდესაც ფოლიკულის მომწიფება და ფოლიკულიდან კვერცხუჯრედის გამოსვლა არ ხდება, რაც ხელს უშლის ორსულობის დადგომას. შესაძლოა, ქალის უნაყოფობა სწორედ ამ მიზეზით იყოს განპირობებული. ქართულ-ამერიკულ რეპროდუქციულ კლინიკა ReproART-ში ანოვულაციით გამოწვეული უნაყოფობის მკურნალობა საკვერცხის მედიკამენტოზური სტიმულაციით ხდება.

როდის მიმართავენ საკვერცხეების სტიმულაციას?


  • როდესაც ქალს არარეგულარული, ანოვულაციური ციკლი აქვს
  • თუ წყვილს 1 ან მეტი წლის განმავლობაში, დაუცველი სქესობრივი კონტაქტი აქვს, მაგრამ ორსულობა არ დგება
  • ქალი იმყოფება პრემენოპაუზაში
  • ოვარიალური რეზერვი მწირია
  • არსებობს უცნობი გენეზის უნაყოფობა (მილების გამტარუნარიანობის პირობებში)

საკვერცხეების მედიკამენტოზური სტიმულაცია რეპროარტში


 

რეპროდუქციულ კლინიკა რეპროარტში საკვერცხეების მედიკამენტოზური სტიმულაცია მოიცავს:

  • მედიკამენტების სათანადო შერჩევა და დოზირება
  • სტიმულაციის განმავლობაში ფოლიკულების მონიტორინგი
  • სისხლში ჰორმონალური სპექტრის განსაზღვრა

პაციენტის ინდივიდუალური მონაცემებიდან გამომდინარე, მკურნალობის სქემასა და პრეპარატის დოზებს რეპროარტის მაღალკვალიფიციური რეპროდუქტოლოგი ადგენს.


 

იმისთვის, რომ დაგეგმო კლინიკა რეპროარტის ნაყოფიერების სპეციალისტთან – მეან-გინეკოლოგ, რეპროდუქტოლოგთან კონსულტაცია თბილისის, ქუთაისის ან ბათუმის ფილიალში, აუცილებელი არის წინასწარ ჩაწერა.

null

IVF ეტაპები

იხილე მეტი +

null

უნაყოფობა მამაკაცის ფაქტორით

იხილე მეტი +

ჩვენმა თბილისის ფილიალმა მისამართი შეიცვალა

ჩვენი ოფიციალური მისამართია სულხან ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს ქუჩა) № 23, თუმცა, როგორც რუკაზე ხედავ, შემოსახვევი ცინცაძის 9 ნომრიდანაა. შემოხვევის შემდეგ, დაინახავ მაჩვენებელს და ჩვენს ხუთსართულიან შენობას.

მეტი +
Wordpress Social Share Plugin powered by Ultimatelysocial
Facebook
Facebook
Twitter