საშვილოსნოს მილების გამოკვლევა ყველაზე თანამედროვე მეთოდით
რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი საშვილოსნოს მილების გამოკვლევის უახლეს მეთოდს — ექოკონტრასტული ქაფით ჰისტეროსალპინგოგრაფიას გთავაზობთ. ექოკონტრასტული ქაფით ჰისტეროსალპინგოგრაფია ტრადიციულ, მტკივნეულ რენტგენოლოგიურ გამოკვლევას აგარიდებთ თავიდან.
როგორ მიმდინარეობს პროცედურა?
კლინიკა რეპროარტში პროცედურა ექოსკოპის კონტროლით, ექოკონტრასტული ქაფის გამოყენებით მიმდინარეობს. ექოკონტრასტული ქაფი საშვილოსნოს ღრუსა და მილების კონტურის ნათელ გამოსახულებას იძლევა, საშვილოსნოს მილების გამავლობა კი ადვილი ამოსაცნობი ხდება.
პროცედურის უპირატესობები
ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკა ReproART-ში ექოკონტრასტული ქაფით ჰისტეროსალპინგოგრაფია მარტივი, უვნებელი და უმტკივნეულოა. ამავდროულად, იგი სხვა, უკვე არსებული მეთოდებისგან განსხვავებით, ბევრად ინფორმატიულია.
ექოკონტრასტული ქაფით ჰისტეროსალპინგოგრაფია: