საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია

IUI

რა არის საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია?


 

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია არის პროცედურა, რომლის დროსაც, ოვულაციის პერიოდში, საშოსა და საშვილოსნოს ყელის გავლით, საშვილოსნოს ღრუში პარტნიორის ან დონორის დამუშავებული სპერმა შეჰყავთ.

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შეხვედრას ამარტივებს. პროცედურა ბუნებრივ განაყოფიერებასთან დგას ახლოს და ტარდება როგორც ნატურალურ ციკლში, ისე საკვერცხეების სტიმულაციისას.

საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის ჩვენებები:


  • ცერვიკალური (საშვილოსნოს ყელის) ფაქტორი;
  • ვაგინიზმი;
  • ოვულაციის დარღვევა;
  • გაურკვეველი წარმოშობის უნაყოფობა;
  • სპერმოგრამაში მსუბუქი დარღვევები;
  • დონორის სპერმის გამოყენების აუცილებლობა – როდესაც მეუღლეს აზოოსპერმია ან გენეტიკური დაავადება აქვს, ან როდესაც ქალს პარტნიორი არ ჰყავს.

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია რეპროარტში


 

საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის დაწყებამდე ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკა ReproART -ის რეპროდუქტოლოგი უნდა დარწმუნდეს, რომ საშვილოსნოს მილები გამტარუნარიანია და დამუშავებული სპერმატოზოიდებისთვის დაბრკოლება არ შეიქმნება.

პროცედურის დასაწყისში საკვერცხის სტიმულაცია ხდება. პროცესის მონიტორინგი კი ექოსკოპიური (ულტრაბგერითი) და ჰორმონალური დიაგნოსტიკით მიმდინარეობს. როცა ფოლიკული გარკვეულ ზომას მიაღწევს (18-20 მმ), ექიმი ინსემინაციის დღეს ნიშნავს.

უშუალოდ ინსემინაციის პროცესში პარტნიორის ან დონორის დამუშავებული სპერმა ასეპტიკურ პირობებში, სპეციალური კათეტერით ქალის საშვილოსნოში შეჰყავთ. პროცედურა უმტკივნეულოა. 14 დღის შემდეგ კი ქალი კლინიკაში ორსულობის დასადგენად სისხლს აბარებს.

საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის შედეგები


 

საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის დროს ორსულობის შანსი განსხვავებულია. მასზე ზეგავლენას ახდენს უნაყოფობის მიზეზები, ქალის ასაკი და საკვერცხეების სტიმულაციის პროცესი.

ინ ვიტრო განაყოფიერებისგან (ე.წ. ხელოვნური განაყოფიერება) განსხვავებით, საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის დროს ორსულობის მიღების შანსი გაცილებით დაბალია (15-18%), ხოლო მრავალნაყოფიანი ორსულობის დადგომის რისკი  — ბევრად მეტი.

საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის არაეფექტურობის შემთხვევაში, ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკა ReproART -ის მაღალკვალიფიციური რეპროდუქტოლოგების მიერ რეკომენდებულია ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობა — IVF.


 

იმისთვის, რომ დაგეგმო კლინიკა რეპროარტის ნაყოფიერების სპეციალისტთან – მეან-გინეკოლოგ, რეპროდუქტოლოგთან კონსულტაცია თბილისის, ქუთაისის ან ბათუმის ფილიალში, აუცილებელი არის წინასწარ ჩაწერა.

null

ორსულობის
დაგეგმვა

იხილე მეტი +

null

საშვილოსნოს მილების გამოკვლევა

იხილე მეტი +

Wordpress Social Share Plugin powered by Ultimatelysocial
Facebook
Facebook
Twitter