სპერმის ასპირაცია

TESA/TESE/PESA/MESE

რა არის სპერმის ასპირაცია?


 

სპერმის ასპირაცია აზოოსპერმიის დროს, ანუ როცა მამაკაცის რეპროდუქციული სისტემა ვერ წარმოქმნის ან ვერ გამოყოფს სპერმატოზოიდებს, სათესლე ჯირკვლიდან ან სათესლე დანამატიდან მიკროქირურგიული ოპერაცით ხდება.

სპერმის ასპირაციით მიღებული სპერმატოზოიდები გამოიყენება ინ ვიტრო განაყოფიერების პროცესში და წყვილს ეძლევა შესაძლებლობა ბიოლოგიური შვილი ჰყავდეს.

მამაკაცის უნაყოფობის სპეციალისტი სპერმის ასპირაციის საჭიროებას წყვეტს შემდეგი გამოკვლევების საფუძველზე: სპერმის ანალიზი (სპერმოგრამა), ჰორმონალური ანალიზები, სათესლე ჯირკვლების ექოსკოპია. მიკროქირურგიული ოპერაცია არის ხანმოკლე პროცედურა და ინტრავენური ანესთეზიით კეთდება.

სპერმის ასპირაცია სხვადასხვა მიკროქირურგიული მეთოდით ხორციელდება:

  • PESA – ეპიდიდიმიტის პერკუტანული სპერმის ასპირაცია
  • TESA – ტესტიკულარული სპერმის ასპირაცია
  • TESE – ტესტიკულარული სპერმის ქირურგიული ექსტრაქცია
  • MESE – მიკროქირურგიული ტესტიკულარული სპერმის ექსტრაქცია

სპერმის ასპირაცია ესაჭიროებათ:


 

  • მამაკაცებს, რომლებსაც აქვთ აზოოსპერმია (როდესაც ეაკულატში სპერმატოზოიდი არ არის)
  • მამაკაცებს, რომლებსაც ეაკულაციის პრობლემა აქვთ
  • მამაკაცებს, რომლებსაც ტოტალური ასთენო/ნეკროზოოსპერმია აქვთ (როდესაც ეაკულატში ყველა სპერმატოზოიდი უძრავია)
  • მამაკაცებს, რომლებსაც წარსულში ვაზექტომია აქვთ ჩატარებული (სპერმსავალი გზების ხელოვნური გადაკეტვა)

კლინიკა რეპროარტის მიდგომა


 

ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი და მისი მაღალკვალიფიციური პერსონალი სათესლე ჯირკვლებსა და მის დანამატზე მიკროქირურგიულ ოპერაციებს წარმატებით ატარებს.

ინ ვიტრო განაყოფიერება (In Vitro Fertilization) დონორის ჩართვას ძალიან იშვიათად საჭიროებს, რადგან დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების, კონკრეტულად კი სპერმის ასპირაციის საშუალებით, საკუთარი გენეტიკური შვილის ყოლის შესაძლებლობა სტერილურ მამაკაცებსაც ეძლევათ. ხოლო თუ სპერმა განაყოფიერების უნარს სავსებით მოკლებულია, ან შეუთავსებლობის ბარიერის გადალახვა შეუძლებელია, ორივე მეუღლის შეთანხმებით, განაყოფიერებისთვის სპერმის დონაცია გამოიყენება.

ReproART-ში ჩატარებული სპერმის ასპირაციების 65% მოძრავი სპერმატოზოიდების მიღებით სრულდება.

 


 

იმისთვის, რომ დაგეგმო ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკა რეპროარტის ანდროლოგთან ან უროლოგთან კონსულტაცია თბილისის, ქუთაისის ან ბათუმის ფილიალში, აუცილებელი არის წინასწარ ჩაწერა.

Wordpress Social Share Plugin powered by Ultimatelysocial
Facebook
Facebook
Twitter