სპერმის DNA ფრაგმენტაცია

შესაძლოა, კაცის უნაყოფობა სწორედ სპერმის ფრაგმენტული დნმ-ით იყოს გამოწვეული. ყოველი სპერმატოზოიდი შეიცავს დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას, ანუ დნმ-ს, რომელიც ემბრიონის სწორი განვითარებისთვის სპერმის დნმ არ უნდა იყოს დაზიანებული, ანუ ფრაგმენტული. მამაკაცის უნაყოფობის მიზეზების დასადგენად და სწორი მკურნალობის სტრატეგიის შესამუშავებლად სპერმის DNA ფრაგმენტაცია ერთერთი აუცილებელი კვლევაა.

რეპროარტი სპერმის დიაგნოსტიკა, reproarti spermis diagnostika

N – ნორმალური სპერმატოზოიდი

სპერმის DNA ფრაგმენტაცია რეპროატი

– ფრაგმენტირებული სპერმატოზოიდი

სპერმის DNA ფრაგმენტაცია და მისი მიზეზები


 

სპერმატოზოიდების დნმ ფრაგმენტაციის მიზეზები შეიძლება იყოს: გადატანილი ინფექცია, ლეიკოციტოსპერმია, სათესლე ჯირკვლის მომატებული ტემპერატურა, ვარიკოცელე, ხანდაზმული ასაკი, დიეტა, თამბაქოსა და ნარკოტიკის მოხმარება და სხვა.

ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკა რეპროარტი სპერმის დნმ ფრაგმენტაციის დასადგენად სპეციალურ გამოკვლევას გთავაზობთ. ტესტი შემდეგი ჩვენებების დროს ტარდება:

  • გაურკვეველი წარმომავლობის უნაყოფობა;
  • წარსულში, ემბრიონის განვითარების შეჩერება;
  • მრავალჯერადი წარუმატებელი ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობა;
  • პარტნიორთან მრავლობითი შეწყვეტილი ორსულობები;
  • ხანდაზმული ასაკი;
  • ვარიკოცელე;
  • სპერმოგრამის დაბალი მაჩვენებლები.

სპერმის DNA ფრაგმენტაცია რეპროარტში


 

თუ ეაკულატში ფრაგმენტირებული დნმ-ის მქონე სპერმატოზოიდების რაოდენობა 50%-ზე მეტია, უმეტეს შემთხვევაში, მკურნალობა შეუძლებელია, თუმცა შესაძლოა, რომ სათესლე ჯირკვლიდან მიღებული სპერმატოზოიდები ეაკულატიდან მიღებულზე ჯანმრთელი იყოს, ამიტომ სპერმის დნმ ფრაგმენტაციის შემთხვევაში, რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი პაციენტს სათესლე ჯირკვლიდან სპერმის ასპირაციას, ანუ სპერმის ქირურგიული გზით ამოღებას სთავაზობს.

ამას გარდა, ასეთ დროს  უშვილობის მკურნალობა არა სტანდარტული ინ ვიტრო განაყოფიერებით (IVF), არამედ ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექციის (ICSI) მეთოდით ხდება.

რეპროარტის მიდგომა უშვილო წყვილს ემბრიონის საშვილოსნოში მიმაგრების, ნაყოფის შენარჩუნებისა და ცოცხლად შობადობის გაცილებით მაღალ შანსს აძლევს.

 


 

იმისთვის, რომ დაგეგმო ქართულ-ამერიკულ რეპროდუქციულ კლინიკა რეპროარტის თბილისის, ქუთაისის ან ბათუმის ფილიალში ვიზიტი, აუცილებელი არის წინასწარ ჩაწერა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ მოწოდებული ნორმალური სპერმის პარამეტრებია:

სპერმის კონცენტრაცია ≥15 ml
საერთო მოძრავი ≥ 40%
პროგრესული მოძრაობა ≥ 32%
მორფოლოგია ≥  4%
წყვილის უნაყოფობა 40-50 %-ში განპირობებულია მამაკაცის ფაქტორით.
მამაკაცის ნაყოფიერების შესაფასებლად პირველი აუცილებელი ეტაპია სპერმის ანალიზის გაკეთება.
null

რა არის ინ ვიტრო განაყოფიერება?

იხილე მეტი +

null

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია

იხილე მეტი +

Wordpress Social Share Plugin powered by Ultimatelysocial
Facebook
Facebook
Twitter