სპერმის გაყინვა

როდის არის აუცილებელი სპერმის გაყინვა (კრიოპრეზერვაცია)?


 

სპერმის გაყინვა აუცილებელია:

  • თუ მამაკაცი პარტნიორი რაიმე მიზეზის გამო ინ ვიტრო განაყოფიერების დროს ვერ შეძლებს კლინიკაში მოსვლას;
  • თუ არსებობს რისკი რომ მამაკაცი პროცედურის დროს ვერ შეძლებს სპერმის ჩაბარებას;
  • როდესაც სპერმატოზოიდების რაოდენობა ეაკულატში არის ძალიან მცირე და არსებობს რისკი, რომ პროცედურის დროს ეაკულატში სპერმატოზოიდები ვერ მოიძებნება;
  • აზოოსპერმიის შემთხვევაში, როდესაც სპერმა მიღებულია მიკროქირურგიული ოპერაციით;
  • ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რეპროდუქციული ფუნქციის შესანარჩუნებლად;
  • კლაინფელტერის სინდრომის დროს ახალგაზრდა ასაკში სპერმის გაყინვა, რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნების მიზნით.

თქვენს გაყინულ სპერმას, რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი თქვენი ინ ვიტრო განაყოფიერებით (ე.წ. ხელოვნური განაყოფიერება) მკურნალობისას ან საშვილოსნოსშიდა ინსემინაციისთვის გამოიყენებს.

როგორ ხდება სპერმის გაყინვა?


 

სპერმის კრიოპრეზერვაციის (გაყინვის) დასაგეგმად უნდა დაგვიკავშირდეთ და წინასწარ დანიშნოთ შეხვედრა. რეპროარტში მოსვლისას ჩააბარებთ სპერმის ნიმუშს, მაშინვე გაკეთდება ნიმუშის ანალიზი და შემდეგ გაყინვა. გასაყინად სპერმას ემატება სპეციალური კრიოპროტექტანტი და -196°C იყინება. გაყინული სპერმის შენახვის ვადა განუსაზღვრელია.

null

სპერმის DNA ფრაგმენტაცია

იხილე მეტი +

ჩვენმა თბილისის ფილიალმა მისამართი შეიცვალა

ჩვენი ოფიციალური მისამართია სულხან ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს ქუჩა) № 23, თუმცა, როგორც რუკაზე ხედავ, შემოსახვევი ცინცაძის 9 ნომრიდანაა. შემოხვევის შემდეგ, დაინახავ მაჩვენებელს და ჩვენს ხუთსართულიან შენობას.

მეტი +
Wordpress Social Share Plugin powered by Ultimatelysocial
Facebook
Facebook
Twitter