უშვილობის დიაგნოსტიკა

რეპროარტში უშვილობის მკურნალობა წყვილის დეტალური გამოკვლევით იწყება. ქალისა და კაცის რეპროდუქციული ფუნქციის განსაზღვრა თანმიმდევრული პროცესია. დეტალური გამოკვლევები კი საშუალებას გვაძლევს, უშვილობის მიზეზები დავადგინოთ და მისი მკურნალობის სწორი სტრატეგია განვსაზღვროთ.

უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შედეგების წარმატება დიდწილად გამოკვლევებზეა დამოკიდებული. ქართულ-ამერიკულ რეპროდუქციულ კლინიკა ReproART-ში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ექიმთა გამოცდილება უშვილობის გამომწვევი მიზეზების ზუსტი დიაგნოსტირებისა და ეფექტური, ინდივიდუალური მკურნალობის სქემების შემუშავების საშუალებას იძლევა.

უშვილობის დიაგნოსტიკა რეპროარტში

უშვილობის დიაგნოსტიკა რეპროარტში


 

რეპროარტი უშვილობის დიაგნოსტიკისთვის საჭირო ყველა კვლევას გთავაზობთ, მათ შორისაა:

  • უშვილობის სპეციალისტთან – მეან-გინეკოლოგ; რეპროდუქტოლოგთან კონსულტაცია
  • ჰისტეროსალპინგოგრაფია (მილების გამტარუნარიანობის დადგენა)
  • ჰისტეროსკოპია — საშვილოსნოს მდგომარეობის დადგენა
  • ჰორმონალური დიაგნოსტიკა
  • ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა
  • ინფექციების გამოკვლევა
  • გენეტიკური მატარებლობის ტესტი
  • იმუნოლოგიური სტატუსის განსაზღვრა.

იმისთვის, რომ დაგეგმო რეპროარტის ნაყოფიერების სპეციალისტთან – მეან-გინეკოლოგ, რეპროდუქტოლოგთან კონსულტაცია თბილისის, ქუთაისის ან ბათუმის ფილიალში, აუცილებელი არის წინასწარ ჩაწერა.

Wordpress Social Share Plugin powered by Ultimatelysocial
Facebook
Facebook
Twitter