უშვილობის მკურნალობა

თუ დაუცველი რეგულარული სქესობრივი ცხოვრების 1 წლის (თუ ქალის ასაკი > 35 წელზე – 6 თვის) ან მეტი დროის განმავლობაში ორსულობას ვერ მიაღწიეთ, დაგვიკავშირდით და დანიშნეთ ვიზიტი რეპროდუქციულ კლინიკა რეპროატში. ჩვენი მეან-გინეკოლოგები და რეპროდუქტოლოგები კვალიფიციურ კონსულტაციას გაგიწევენ.

უშვილობის მკურნალობა in vitro განაყოფიერებარეპროარტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ლაბორატორია და კვალიფიციური პერსონალი ზუსტი დიაგნოზის დასმასა და მკურნალობის შესაბამისი მეთოდების შერჩევაში დაგეხმარებათ. უშვილო წყვილების მკურნალობის ტაქტიკის დაგეგმვა ანამნეზისა და კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების გაანალიზებისა და შეჯამების შედეგად, ინდივიდუალურად ხდება.

ჩვენი მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში სასურველ შედეგს — ჯანმრთელი ბავშვის დაბადებას — ათასობით პაციენტმა მიაღწია. რეპროარტი მათ ორსულობის ბუნებრივი გზით მიღწევაში ეხმარება. იმ შემთხვევაში კი, როცა ჯანმრთელობის მდგომარეობა ბუნებრივი გზით ორსულობის საშუალებას არ აძლევთ, ჩვენი კლინიკა პაციენტებს დახმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებას სთავაზობს. მათ შორისაა:

თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, ქართულ-ამერიკულ რეპროდუქციულ კლინიკა რეპროარტში წარმატებულად ხდება როგორც მამაკაცის, ისე ქალის უშვილობის მკურნალობა.

იმისთვის, რომ დაგეგმო რეპროარტის ნაყოფიერების სპეციალისტთან – მეან-გინეკოლოგ, რეპროდუქტოლოგთან კონსულტაცია თბილისის, ქუთაისის ან ბათუმის ფილიალში, აუცილებელი არის წინასწარ ჩაწერა.

Wordpress Social Share Plugin powered by Ultimatelysocial
Facebook
Facebook
Twitter