ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპის საზოგადოების მადლობა ლიკა ჭყონიას

ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპის საზოგადოებამ (ESHRE) კლინიკა რეპროარტის დამფუძნებელსა და დირექტორს, ლიკა ჭყონიას ESHRE CAMPUS TBILISI-ს წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.
ESHRE CAMPUS TBILISI (თარიღი) მიმდინარეობდა და ონკოლოგიური დაავადებების გამო ნამკურნალები ქალების შვილოსნობის შენარჩუნების თემატიკას ეხებოდა.
ლიკა ჭყონია ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპის საზოგადოებაში საქართველოს წარმომადგენელია. აღნიშნული საზოგადოება მცირე ზომის სიმპოზიუმებს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად ატარებს. ღონისძიებებში მონაწილეობას დარგის წამყვანი სპეციალისტები მთელი მსოფლიოდან იღებენ და სფეროში მიმდინარე უახლეს ტენდენციებს მიმოიხილავენ.
საქართველოში რეპროდუქციული მედიცინის განვითარების მიზნით, კლინიკა რეპროარტი სხვადასხვა სამეცნიერო თუ სამუშაო შეხვედრებში მომავალშიც აქტიურად ჩაერთვება.