COVID-19 და უნაყოფობის მკურნალობა

COVID-19 რესპირატორული ტიპის ინფექციაა, რომელსაც ძალიან ფართო და მრავალმხრივი გამოვლინება ახასიათებს. ის შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც სრულიად ასიმპტომურად, ასევე მსუბუქი ან მძიმე სიმპტომებით როგორიცაა: ცხელება, ხველა და სუნთქვის უკმარისობა. გართულებულ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს პნევმონია და/ან ორგანოთა მწვავე უკმარისობა, რაც ზოგჯერ ლეტალობის მიზეზი ხდება.

COVID-19-ის გადაცემა ხდება მჭიდრო კონტაქტის გზით და სწრაფად ვრცელდება.

ინფექციისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა შევწყვიტოთ ფიზიკური კონტაქტი პირებთან, რომელთაც აღენიშნებათ სიმპტომები, ხშირად დავიბანოთ ხელები, დავამუშაოთ სადეზინფექციო ხსნარებით ხშირად შეხებადი ზედაპირები (მაგ: ტელეფონი).

ორსულმა ქალებმა, დამატებით, თავი უნდა დაიცვან თვითიზოლაციის გზით.

შეიძლება თუ არა გავლენა იქონიოს COVID-19-მა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე?

ჯერ არ ჩატარებულა ისეთი კვლევა, რომელიც გაგვცემს პასუხს კითხვაზე, ახდენს თუ არა COVID-19 გავლენას ქალის და მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. არც იმის მტკიცებულება არსებობს, რომ  გადაცემა ხდება რეპროდუქციული ქსოვილის მეშვეობით (სპერმა, კვერცხუჯრედი, ემბრიონი). ასევე, ძალიან მწირია ინფორმაცია, თუ რა გავლენას ახდენს კორონავირუსი ორსულობის ადრეულ სტადიაზე.

სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიამ გავლენა მოახდინა უშვილო წყვილებზე რომლებიც გრძელ და სტრესულ გზას გადიან ორსულობისთვის. ბევრმა მათგანმა უკვე ისედაც დიდი დრო დაკარგა სანამ მივიდოდა გადაწყვეტილებამდე, რომ დაეწყო მკურნალობის რთული პროცესი. მათ კიდევ უფრო უმძაფრდებათ დროულად დაორსულების სურვილი. ამავდროულად, ასაკობრივი პრობლემებიც ჩნდება, რაც კვერცხუჯრედებისა და სპერმატოზოიდების რაოდენობაზე და ხარისხზე აისახება. პაციენტის ასაკი და წარმატებული ორსულობის მიღების შესაძლებლობა პირდაპირპროპორციულია.

ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ გაძლევთ რეკომენდაციას გადადოთ პროცედურები, რომლებიც გამოიყენება რეპროდუქციული მკურნალობის დროს, გარდა ისეთი გადაუდებელი შემთხვევებისა, როდესაც პაციენტს აქვს სიმსივნური დაავადება, ჭირდება ქირურგიული ჩარევა, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და სხვ. ასეთ დროს  დასაშვებია კვერცხუჯრედის, სპერმის ან ემბრიონის გაყინვა. ფიზიკური კონტაქტის შესამცირებლად, მკაცრად უნდა დაიცვათ სოციალური დისტანცია და ისარგებლოთ ონლაინ პლატფორმებით.

მზარდი პანდემიის პირობებში, უკვე გამოქვეყნდა რეკომენდაციები რეპროდუქტოლოგებისთვის და მათი პაციენტებისთვის. გამოქვეყნებული რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ რეპროარტის ვებ გვერდის სიახლეებში https://reproart.ge/siaxleebi/

პროცედურების გადავადება, არ ნიშნავს, რომ მკურნალობა უნდა შეაჩეროთ. ამ პერიოდში შეგიძლიათ თქვენს ექიმთან ერთად ბევრი ქმედითი ნაბიჯი გადადგათ, რაც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში მკურნალობის დაწყებისთანავე, როდესაც ამის შესაძლებლობა იქნება. 

რა შეგიძლიათ გააკეთოთ უნაყოფობის მკურნალობის ლოდინის პერიოდში?

  1. შეგიძლიათ ჩაეწეროთ ჩვენს ექიმთან უფასო ონლაინ კონსულტაციაზე სამივე ფილიალში (თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში). ონლაინ კონსულტაციის დროს ექიმი გაეცნობა თქვენს სამედიცინო ისტორიას, ანალიზების და გამოკვლევების შედეგებს (თუ უკვე გაქვთ გაკეთებული) და აგიხსნით მკურნალობის სხვადასხვა გზებს და შესაძლებლობებს; მოგცემთ რჩევებს, როგორ გამოიყენოთ ეს დრო თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
  2. ამას გარდა, შეგიძლიათ დანიშნოთ კონსულტაცია პერსონალურ მენეჯერთან (პაციენტის კოორდინატორი), დაუსვათ კითხვები და მასთან ერთად შეადგინოთ მკურნალობის კალენდარი და განიხილოთ ფინანსური საკითხები.

დარეგისტრირდი ბმულზე და გაიარე კონსულტაცია სახლიდან გაუსვლელად

ბოლოს დამატებული

ინ ვიტრო განაყოფიერება

ინ ვიტრო განაყოფიერება უშვილობის მკურნალობის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიაა, რომელიც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების ორგანიზმის გარეთ შერწყმას გულისხმობს. ა

© 2024 რეპროარტი