რეპროარტის ქუთაისის ფილიალი დასავლეთ საქართველოში N1 რეპროდუქციულ ცენტრად დასახელდა!

ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტის ქუთაისის ფილიალი დასავლეთ საქართველოში N1 რეპროდუქციულ ცენტრად დასახელდა. დაჯილდოების ცერემონია, სადაც 2018 წლის წარმატებული ადამიანები და კომპანიები გამოავლინეს, ქუთაისში გაიმართა.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო „ტოპნიუსი“-ს მიერ ორგანიზებულ დაჯილდოების ცერემონიაზე კლინიკას მის სფეროში საუკეთესოს წოდება და ჯილდო მიენიჭა.
კლინიკა 2012 წლის ივლისში გაიხსნა. მის ძირითად საქმიანობას ყველა ტიპის უშვილობის მკურნალობა და კვლევა წარმოადგენს. კლინიკის მომსახურება ყველა იმ ასპექტს აერთიანებს, რომელსაც ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა უკავშირდება. 2013 წლიდან კი რეპროარტის ფილიალი ქუთაისში ფუნქციონირებს. ამავე წლიდან კლინიკამ გახსნა ბათუმის ფილიალი.
არსებობის 7 წლის განმავლობაში კლინიკის გუნდმა ათეულობით ოჯახის გახარება და ოჯახებში ცხოვრების ხალისის დაბრუნება მოახერხა. რეპროარტი პერიოდულად აცხადებს ფასდაკლებებს როგორც უშვილო წყვილებისათვის, ისე ინდივიდუალურად პაციენტებისათვის, რათა მათ ხშირ შემთხვევაში უფასოდ ან ფასდაკლებით შეძლონ საჭირო და მნიშვნელოვანი გინეკოლოგიური თუ უნაყოფობის დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება.