რა არის ფერტილობის წამზომი?
ფერტილობის წამმზომი საშუალებას იძლევა, სხვადასხვა ასაკის ქალებში ორსულობის მიღების შანსი ინდივიდუალურად განვსაზღვროთ.
ფერტილობის წამმზომი საშუალებას იძლევა, სხვადასხვა ასაკის ქალებში ორსულობის მიღების შანსი ინდივიდუალურად განვსაზღვროთ.
ქალის ოვარიალური, ანუ საკვერცხეების რეზერვის გამოთვლა საკვერცხეში იმ ანტრალური ფოლიკულების რაოდენობის დადგენას გულისხმობს, რომლებიც შემდგომში დასაბამს აძლევენ ლიდერ ფოლიკულებს.
საკვერცხეების ოვარიალური რეზერვი ყველა ქალში გენეტიკურადაა განსაზღვრული. ფოლიკულების ხარჯვა პირველი მენსტრუაციიდან იწყება და მთელი რეპროდუქციული ასაკის განმავლობაში გრძელდება. შესაბამისად, ქალის ოვარიული რეზერვი, ასაკის მატებასთან ერთად, თანდათან იწურება.
დაახლოებით 35 წლიდან ქალის ორგანიზმში ფოლიკულების რაოდენობის მკვეთრი შემცირება იწყება. 40-45 წლის ასაკისთვის კი ეს პროცესი კრიტიკულ ზღვარს აღწევს. შესაბამისად, რეპროდუქციულ ფუნქციაში ქალის ასაკს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
საკვერცხის რეზერვის შეფასებისას მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია სისხლში AMH-ანტი-მიულერის ჰორმონის, ასევე, საკვერცხის ჰორმონების — FSH-ის, LH-ისა და Estradiol-ის განსაზღვრა და ვაგინალური ულტრაბგერითი კვლევით ანტრალური ფოლიკულების შეფასება, რომლის საუკეთესო პერიოდად მენსტრუალური ციკლის მესამე დღეა მიჩნეული.
AMH-ანტი-მიულერის ჰორმონის წარმოება ე.წ. პირველად ფოლიკულებში იწყება. AMH მთელი რეპროდუქციული პერიოდის განმავლობაში, მენოპაუზის დადგომამდე გამომუშავდება.
ოვარიალური რეზერვის შეფასება პაციენტს ორსულობის დაგეგმვისთვის გადაწყვეტილების დროულად მიღების შესაძლებლობას აძლევს.
იმისთვის, რომ დაგეგმო რეპროარტის ნაყოფიერების სპეციალისტთან – მეან-გინეკოლოგ, რეპროდუქტოლოგთან კონსულტაცია თბილისის, ქუთაისის ან ბათუმის ფილიალში, აუცილებელი არის წინასწარ ჩაწერა.