ESHRE Barcelona 2018-ზე ერთერთი სესიის თავჯდომარედ ლიკა ჭყონია, რეპროარტის დირექტორი მიიწვიეს
დღეს ექიმები და მეცნიერები ბევრს მსჯელობენ მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობის სტრატეგიებზე. 1-4 ივლისს, ესპანეთში, ბარსელონაში ჩატარებულ ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპის საზოგადოების (European Society of Human Reproduction and Embryology – ESHRE) ყოველწლიურ კონგრესზე განხილული იყო მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობის ის ასპექტები, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც დაიწყო უფრო საფუძვლიანი სამეცნიერო და კლინიკური კვლევები. სესიაზე – მამაკაცის ცხოვრების წესი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა (Male lifestyle and reproductive health) პირველად ხმამაღლა იყო განხილული მამაკაცის უნაყოფობის გამომწვევი ის ფაქტორები რომელთა მნიშვნელობას ადრე არ ექცეოდა სათანადო ყურადღება. სესიის თავჯდომარედ მიწვეული იყო საქართველოს წარმომადგენელი ESHRE-ს ნაციონალურ კომიტეტში, რეპროარტის დამფუძნებელი და დირექტორი ლიკა ჭყონია. ინფორმაციას მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობის თანამედროვე მიდგომების შესახებ ჩვენი კლინიკა თანდათან მოგაწვდით.