რეპროარტის მიერ ორგანიზებული PGD/ PGS სემინარი
2013 წლის 13 მაისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, ქართულ-ამერიკულმა რეპროდუქციულმა კლინიკა რეპროარტმა, საქართველოს რეპროდუქციული მედიცინისა და ბიოლოგიის ასოციაციასთან ერთად, ჩაატარა სამეცნიერო შეხვედრა-სემინარი ბრიტანელ მეცნიერებთან – „პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი (PGS) და დიაგნოსტიკა (PGD) – ერთი შერჩეული ემბრიონის გადატანა“
ასეთი თემატიკით შეხვედრა პირველია საქართველოში და ამიერკავკასიაში. მოწვეული იყვნენ ჩვენი კოლეგები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
კონფერენციის მიზანი იყო გააცნონ პრაქტიკოს ექიმებს რეპროდუქციული გენეტიკის წარმატებები, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა სწორად წარმართონ რთული ანამნეზის მქონე პაციენტები და შესაძლებლობა მიცენ წყვილებს, რომელთაც ამ მეთოდის გამოყენების გარეშე მხოლოდ დონორის გამეტებით შეუძლიათ ორსულობის მიღწევა და ჯანმრთელი ბავშვის დაბადება, იყოლიონ თავისი ბიოლოგიური შვილი.
განხილული იყო რეპროდუქციული გენეტიკის მნიშვნელოვანი საკითხები: გენეტიკის საფუძვლები დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების პრაქტიკოსი ექიმებისთვის, პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკის (PGD) შესავალი და თანამედროვე მიღწევები, პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკის (PGD) ახალი ტექნოლოგიები და მათი დანერგვა PGD/PGS – მომხსენებელი ალან თორნჰილი (Alan Thornhill -1. Consultant Clinical Research Scientist, Guy’s Hospital, London. 2. Professional Member – Human Fertilization and Embryology Authority. 3. Honorary Reader (Reproductive Genetics) at University of Kent, London, United Kingdom. 4. President – Alpha Scientists in Reproductive Medicine, London, United Kingdom), ინ ვიტრო განაყოფიერების პაციენტების გენეტიკური კონსულტირების პრინციპები, პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკა (PGD) – ანეუპლოიდიები, ტრანსლოკაციები და ერთი გენის პათოლოგიები, გენეტიკური კვლევის შედეგების განხილვა, – მომხსენებელი კარენ სეიჯი (Caren Sage – Consultant Genetic Counselor London Women’s Clinic, The London Bridge Fertility Centre, United Kingdom).
ქართულ-ამერიკული კლინიკა რეპროარტის მიღწევების შესახემ ისაუბრა კლინიკის დირექტორმა ლიკა ჭყონიამ.
ვიტრიფიკაციის მეთოდით გაყინული ბლასტოცისტების წარმატებულად გამოლღობის (98%) შედეგები, ულტრათანამედროვე აპარატურა, კლინიკის სპეციალისტების უმაღლესი კვალიფიკაციის ჯგუფი ამერიკელ კოლეგებთან ერთად, საფუძველს აძლევს რეპროარტს რომ დაიწყოს საქართველოსთვის ახალი ტექნოლოგიის დანერგვა – პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკა და სკრინინგი.