პირველი ბავშვი რეპროარტი-ბათუმი
რეპროარტი-ბათუმის წარმატება!
2015 წლის 8 სექტემბერს, 16:30 საათზე, გახსნიდან ზუსტად 1 წლის შემდეგ რეპროარტი-ბათუმის პირველი ბავშვი დაიბადა !!!
მისი წონა 3,4 კგ, ხოლო სიგრძე 50 სმ-ს შეადგენს.
ეს არის საქართველოში პირველი შემთხვევა, როდესაც ექიმმა წარმატებულად უმკურნალა უშვილო წყვილს, გაუწია მეთვალყურეობა ორსულობის დროს და თვითონვე მიიღო მშობიარობა.
ეს ექიმი რეპროარტი-ბათუმის რეპროდუქტოლოგი და მეან-გინეკოლოგი ირმა რამიშვილია. ვულოცავთ ირმა რამიშვილს ამ წარმატებას!
ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი-ბათუმი ულოცავს მშობლებს პატარას დაბადებას, უსურვებს ჯანმრთელობას, სიკეთეს, სიხარულს და ბედნიერ მომავალს.
რეპროარტი-ბათუმის დახმარებით კიდევ ბევრი წყვილი ეზიარება მშობლად ყოფნის ბედნიერებას, ძალიან მალე კიდევ რამდენიმე პატარას ველოდებით, მშობლების თანხმობის შემთხვევაში მათ ფოტოებს აუცილებად გამოვაქვეყნებთ.