პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტი ანეუპლოიდიისთვის (PGT-A) რეპროარტში
პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტი ანეუპლოიდიისთვის (PGT-A) ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკა ReproART-ში თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიაში, მაღალკვალიფიციური პერსონალის მიერ ტარდება.
პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტი ანეუპლოიდიისთვის (PGT-A) შემდეგი ეტაპებისგან შედგება:
როდესაც პაციენტი რეპროარტში ინ ვიტრო განაყოფიერებას (IVF) იკეთებს, ემბრიონის განვითარება გარკვეულ ეტაპამდე ორგანიზმს გარეთ, ემბრიოლოგიის ლაბორატორიაში მიმდინარეობს. ემბრიონის ბიოფსია სწორედ ამ დროს ხდება.
კერძოდ, ემბრიონის განვითარების მესამე დღეს ლაზერით მისი გარსის მცირე მონაკვეთის დარღვევა მოხდება. მეხუთე ან მეექვსე დღეს კი, როდესაც იგი ბლასტოცისტის სტადიას მიაღწევს, დარღვეული გარსიდან ტროფექტოდერმის უჯრედების ბიოფსია გაკეთდება. ტროფექტოდერმა ბლასტოცისტის ის ნაწილია, რომლისგანაც შემდგომში პლაცენტა წარმოიქმნება. რეპროარტი მიღებულ უჯრედებს ანალიზის გასაკეთებლად ბრიტანეთში ან აშშ-ში პარტნიორ ლაბორატორიებში გზავნის.
ბიოფსია ემბრიონის დაუზიანებლად კეთდება. ის განვითარებას შემდგომშიც ჩვეულებრივ განაგრძობს. მერე კი იყინება და ინახება.
PGT-A წარმატების მაჩვენებელი რეპროარტში
ანეუპლოიდიებიანი ემბრიონების უმეტესობა სიცოცხლესთან შეუთავსებელია. ამგვარი ემბრიონი საშვილოსნოს რომც მიემაგროს, არ განვითარდება და ორსულობა შეწყდება. პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტი ანეუპლოიდიისათვის (PGT-A) თითოეულ ემბრიონზე ქრომოსომების რაოდენობის დათვლასა და ეუპლოიდური (ჯანმრთელი) ემბრიონების დადგენას ითვალისწინებს.
PGT-A-ის ჩატარების შემდეგ რეპროარტის მეან-გინეკოლოგ, რეპროდუქტოლოგს საშვილოსნოს ღრუში სწორედ ის ემბრიონი გადააქვს, რომელსაც ქრომოსომების საჭირო რაოდენობა, ანუ 46 ქრომოსომა აქვს. ქრომოსომული სკრინინგით დადგენილი ეუპლოიდური (ჯანმრთელი) ემბრიონის გადატანა კი ორსულობის მიღების შესაძლებლობას ძალიან ზრდის.
კერძოდ, პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტი ანეუპლოიდიისთვის (PGT-A), განსაკუთრებით 40+ ქალებში, ორსულობის მიღების შანსს ასამმაგებს, მიღებული ორსულობის შეწყვეტის ალბათობას კი სამჯერ ამცირებს.
როდესაც 40 წელს მიღწეული ქალი რეპროდუქციულ კლინიკა ReproART-ში მკურნალობს, ორსულობის შანსი 10-14%-ია, მოშლის საშიშროება კი — 50%. თუ მას პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტი ანეუპლოიდიისთვის (PGT-A) ჩაუტარდება და ჯანმრთელ ემბრიონს გადავუტანთ, ორსულობის შესაძლებლობა 50%-მდე გაეზრდება, მოშლის ალბათობა კი 10%-მდე შეუმცირდება.