რა უნდა ვიცოდეთ ინ ვიტრო განაყოფიერების შესახებ

არსებობს თუ არა უნაყოფობის მკურნალობის 100%-იანი გარანტია?

ხშირად პაციენტები, რომლებსაც უნაყოფობის პრობლემა აწუხებთ, მკურნალობის დაწყებამდე თუ მის პროცესში 100%-იანი შედეგის გარანტიას მოელიან.

იმ ფონზე, რომ მათ საკმაოდ დიდი მატერიალური თუ ემოციური რესურსის გაღება უწევთ, ეს მოლოდინი ერთგვარად გასაგებიცაა, თუმცა რეალობა სხვაგვარია. მსოფლიო მედიცინა ჯერ კიდევ არ არის მზად პაციენტს დაორსულებისა და შვილის ყოლის 100%-იანი გარანტია მისცეს. ყველა ექიმს სურს ორსულობა პირველივე ცდაზე მიიღოს, თუმცა სურვილის მიუხედავად, ზოგჯერ შედეგი სწრაფად ვერ დგება, რაც სხვადასხვა მიზეზითაა განპირობებული.

რაზეა დამოკიდებული ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგები?

პირველ რიგში, ადამიანის ორგანიზმზე, ფიზიოლოგიურ თავისებურებებზე, მის შესაძლებლობებზე, ჯანმრთელობაზე, ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და გარემო პირობებზე. ჯანმრთელ, ახალგაზრდა ქალსაც კი თითოეულ ციკლზე დაორსულების 20%-იანი შანსი აქვს. ინ ვიტრო განაყოფიერების დროს მრავალი კვერცხუჯრედის მომწიფებისთვის ქალის საკვერცხეების მედიკამენტოზური სტიმულაცია ხდება (ორგანიზმში ბუნებრივად ერთი კვერცხუჯრედი მწიფდება). თუმცა, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ჯანმრთელი ემბრიონი ამ მრავალი კვერცხუჯრედიდანაც ვერ მივიღოთ. ეს ფაქტორიც ქალის ბუნებრივი ფიზიოლოგიური აგებულებით აიხსნება. პარალელურად, ორსულობის დადგომისთვის მნიშვნელოვანია სპერმის ხარისხიც, რომელზეც კაცის ცხოვრების წესი, ასაკი და სპერმის დნმ ახდენს ზეგავლენას. როგორც თანამედროვე კვლევებით დგინდება, 40 წელს გადაცილებული კაცების შემთხვევაში, გაცილებით მაღალია შანსი, რომ ორსულობა ან არ დადგეს, ან ის ნაადრევად შეწყდეს. ამავდროულად, ორსულობისას ქალის ორგანიზმში შეიძლება გაუთვალისწინებელი ცვლილება მოხდეს, თავი ისეთმა გენეტიკურმა პრობლემამ ან დარღვევამ იჩინოს, რომელიც ემბრიონის სიცოცხლესთან თავსებადი არ აღმოჩნდება და მოშლას გამოიწვევს. ადამიანის ორგანიზმი ბოლომდე შესწავლილი ჯერ კიდევ არ არის, ამიტომ თანამედროვე მედიცინა ჯერჯერობით ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზებს ვერ უმკლავდება, თუმცა დროსთან ერთად, მედიცინის განვითარების, ახალი მეთოდებისა და მედიკამენტების დანერგვის შედეგად, იმ დაავადებების დიაგნოსტიკა და პრობლემების დაძლევა ხდება შესაძლებელი, რომლებიც წლების წინ წარმოუდგენელი იყო.

რა ზრდის უნაყოფობის წარმატებული მკურნალობის შანსებს?

წარმატების მაჩვენებელი მართლაც ძალიან სწრაფად უმჯობესდება. მაგალითად, თუ 1979 წელს ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად ორსულობა 25% შემთხვევაში დგებოდა, ახლა იგი 83%*-მდეა გაზრდილი. თანამედროვე მედიცინა დაორსულების შანსებისთვის გაცილებით მეტ ცოდნასა და მეთოდს იყენებს.

  1. დროსთან ერთად განვითარდა მედიკამენტები, მეთოდიკა და ხსნარები, რომლებშიც ემბრიონის კულტივირება ხდება. გაიზარდა ცოდნა, თუ როგორი უნდა იყოს ჰაერი და ტემპერატურა ლაბორატორიაში, რა არის ტოქსიკური ემბრიონისთვის და ა.შ. ამავდროულად, დაინერგა ენდომეტრიუმის შეფასების კვლევა, რომელიც საშუალებას იძლევა, ზუსტად განისაზღვროს ის დრო, რომელიც ორსულობის მისაღებად, ემბრიონის გადატანისთვისაა საჭირო. გაღრმავდა ენდომეტრიუმისა და ემბრიონის შეფასების შესახებ ექიმების ცოდნაც.
  2. მკურნალობის წარმატებული შედეგისთვის მნიშვნელოვანია მისი დროულად დაწყებაც: როდესაც უშვილობის მკურნალობას ქალი ახალგაზრდა ასაკშივე იწყებს, იმ ხელშემშლელ ფაქტორებს გამორიცხავს, რომლებიც მას ასაკთან ერთად შეიძლება გამოუვლინდეს. რეპროარტში დაორსულების ალბათობა <35 წლამდე პაციენტებში 53%-დან -66%-მდე მერყეობს.
  3. ზოგჯერ მკურნალობის შანსებს სუროგატი დედა ან კვერცხუჯრედის ახალგაზრდა დონორი ზრდის. როდესაც ორსულობა ან/და მშობიარობა, მომავალი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელი ან სახიფათოა, მკურნალობის პროცესში სუროგატი დედა ერთვება. კვერცხუჯრედის დონორის საჭიროება კი მაშინ დგება, როდესაც მომავალ დედას კვერცხუჯრედების წარმოქმნა არ შეუძლია, ან მისი კვერცხუჯრედებიდან ემბრიონის მიღების შანსი ნაკლებია. ასეთ შემთხვევაში, ახალგაზრდა დონორის კვერცხუჯრედის გამოყენებით, დაორსულების შანსი 70%-მდე იზრდება, სუროგატი დედაც თუ ჩართულია მკურნალობის პროცესში ორსულობის მაჩვენებელი 83%-მდე იზრდება.
  4. აღსანიშნავია, გენეტიკური კვლევებიც – დიაგნოსტიკური მეთოდი, რომელიც უნაყოფო ან ოჯახში გენეტიკური პრობლმების მქონე წყვილებს სრულიად ახალ პერსპექტივას უჩენს და მათ ჯანმრთელი ბავშვის ყოლის შესაძლებლობას აძლევს.

თუმცა, ყველა ეს მეთოდი შანსის გაზრდაა და არა — 100%-იანი გარანტია.

რატომ არ არის ინ ვიტრო განაყოფიერება ბევრისთვის ფინანსურად ხელმისაწვდომი?

100%-იანი გარანტიის არქონის ფონზე, პაციენტები ხშირად კითხულობენ, თუ რატომ არ არის ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობა ბევრისთვის ხელმისაწვდომი. სამწუხაროდ, საქართველოში, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ჯანდაცვის სისტემა უნაყოფობის მკურნალობის დაფინანსებას საერთოდ არ გულისხმობს, რაც მისი ფინანსური ხელმისაწვდომობის ბარიერს ქმნის. არადა, მკურნალობის საფასური ობიექტური მიზეზებითაა განპირობებული: რეპროარტში ზუსტად იგივე აპარატურა, მედიკამენტები, ხსნარები და ერთჯერადი მოხმარების გასახარჯი მასალა (მაგალითად, პიპეტი, პეტრის თასები, ემბრიონის გადასატანი კათეტერები) გამოიყენება, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების კლინიკებში, სადაც ინ ვიტრო განაყოფიერების ფასი 10-15 ათასი აშშ დოლარიდან იწყება. რეპროარტში კი ეს თანხა პრაქტიკულად 5-ჯერ და მეტჯერ ნაკლებია. ნაკლები გადასახადებისა და ლოჯისტიკური ხარჯების გარდა, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ კლინიკა ცდილობს, მკურნალობა რაც შეიძლება მეტი უშვილო წყვილისთვის იყოს ხელმისაწვდომი და ამ მიზნით, არჩევანს ნაკლებ ფინანურ მოგებაზე აკეთებს. რეპროარტის გუნდი, უცხოელ პარტნიორებთან ერთად, მუდმივად მუშაობს საერთაშორისო სამეცნიერო თემებზე, რათა ქართველ წყვილებს უნაყოფობის პრობლემების მოგვარებისთვის მეტი შესაძლებლობა შეუქმნას. ნებისმიერი სიახლე, რომელიც ამ სფეროში აშშ-სა თუ ევროპაში ხდება ცნობილი, საქართველოში პირველად რეპროარტში ინერგება. შესაბამისად, წყვილებს, ვისაც უნაყოფობის პრობლემა აქვთ, შეუძლიათ მკურნალობა უახლესი მეთოდებით, საქართველოდან გაუსვლელად, საკუთარ ქვეყანაში დაგეგმონ.                                                                     

————

*83% მაჩვენებელი ასახავს შედეგს, როცა ახალგაზრდა ქალის კვერცხუჯრედების

გამოყენება ხდება და ამავდროულად სუროგატი დედაც ჩართულია მკურნალობის პროცესში. 

იხ.: https://reproart.ge/in-vitro-ganayofierebis-klinika/

ბოლოს დამატებული

ინ ვიტრო განაყოფიერება

ინ ვიტრო განაყოფიერება უშვილობის მკურნალობის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიაა, რომელიც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების ორგანიზმის გარეთ შერწყმას გულისხმობს. ა

© 2024 რეპროარტი