რეკომენდაციები COVID 19-ზე ექიმებისთვის
ჩვენი კლინიკა იზიარებს ASRM-ს (American Society for Reproductive Medicine/ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის საზოგადოება) რეკომენდაციებს ჩვენს სფეროში მოღვაწე ექიმებისთვის, უნაყოფობის პრობლემის მქონე პაციენტების მართვასა და COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით.
???? წყარო: American Society for Reproductive Medicine (ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის საზოგადოება)
〰️ შეაჩერეთ მკურნალობის ახალი ციკლები, კერძოდ: ოვულაციის ინდუქცია, საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია (IUI), ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF) მათ შორის, კვერცხუჯრედების ასპირაცია და გაყინული ემბრიონის გადატანა. გადაუდებელი შემთხვევის გარდა, არ დაგეგმოთ გამეტების კრიოპრეზერვაცია;
〰️ შეაჩერეთ ემბრიონის გადატანის პროცედურები (ასპირაციის ციკლში და გაყინული);
〰️ შეაჩერეთ დაგეგმილი ოპერაციები და გადაუდებელი დიაგნოსტიკური პროცედურები;
〰️ შეაჩერეთ და შეზღუდეთ პაციენტებთან პირისპირ ურთიერთობა და გადადით ტელემედიცინაზე;
〰️ განაგრძეთ იმ პაციენტების მკურნალობა, რომლებიც მომზადების პროცესში არიან, ან საჭიროებენ გადაუდებელ სტიმულაციას და კრიოპრეზერვაციას.