რეკომენდაციები COVID 19-ზე პაციენტებისთვის
ჩვენი კლინიკა იზიარებს ASRM-ს (American Society for Reproductive Medicine/ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის საზოგადოება) რეკომენდაციებსა და რჩევებს უნაყოფობის პრობლემის მქონე პაციენტებისთვის, COVID-19-ის პანდემიის დროს.
〰️ არ დაიწყო უნაყოფობის მკურნალობა, თუ ეს არ არის სასწრაფო;
〰️ თუ ახლა გეგმავდი ემბრიონის გადატანას, გადადე პროცედურა და თუ შესაძლებელია, გაყინე კერცხუჯრედები ან ემბრიონები;
〰️ შენს ექიმთან საკომუნიკაციოდ გამოიყენე ონლაინ პლატფორმები;
〰️ თუ უკვე დაწყებული გაქვს უნაყოფობის მკურნალობის პროცესი, შეიმუშავე მკურნალობის გეგმა შენს ექიმთან ერთად;
〰️ გამოიყენე ყველა არსებული რესურსი (მაგ.: გაესაუბრე პირად ექიმს, ფსიქოლოგს და ა.შ.) შენი ფსიქო-ემოციური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად;
〰️ დაიცავი ჯანდაცვის ორგანოების რეკომენდაციები და #დარჩისახლში.