რეპროარტი ISO 9001:2015 სერთიფიკატის მფლობელი გახდა
გაცნობებთ, რომ კლინიკა რეპროარტმა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სასერტიფიკაციო ორგანოს TÜV (Technischer Überwachungs-Verein) AUSTRIA მიერ ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტის ISO 9001:2015 სერთიფიკატი მიიღო.
სერტიფიკატი ადასტურებს, იმას რომ რეპროარტი სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტს შემდეგ მიმართულებებში: რეპროდუქციული ენდოკრინოლოგია, მეანობა-გინეკოლოგია, უროლოგია-ანდროლოგია, ინ ვიტრო განაყოფიერება, ემბრიოლოგიის, ანდროლოგიისა და კლინიკო დიაგნოსტიკური ლაბორატორიული საქმიანობა.
ამას გარდა, მიმდინარეობს სერვისების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სამსახურების ეფექტიანობის დახვეწა, პაციენტების საჭიროებების გამოვლენა, კმაყოფილების შეფასება, მიღებული შედეგების ანალიზი და გაუმჯობესება.
რეპროარტის გუნდი აგრძელებს ხარისხის პოლიტიკის მიმართულებით მუშაობას და სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო დონის სერთიფიკატების მოპოვებას გეგმავს.