რეპროარტის ლაბორატორია – წარმატების უცვლელი ფორმულა
ლაბორატორიისა და მისი გუნდის გარეშე რეპროარტის წარმატება ასეთი თვალსაჩინო არ იქნებოდა. უახლესი ტექნოლოგიები, მაღალი სიზუსტე, ხარისხი და ოპერატიულობა, პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერი მიდგომა პაციენტების მიმართ ის ფაქტორებია, რომლებიც ჩვენს ლაბორატორიას გამოარჩევს. ამ ბლოგპოსტით მისი სერვისების შესახებ დეტალურად გიამბობთ.
რეპროარტის ლაბორატორიის სერვისები
რეპროარტის ლაბორატორიაში ანალიზების მთლიანი სპექტრი კეთდება, მათ შორისაა:
- ჰემოსტაზის განსაზღვრა;
- ღვიძლის ფუნქციის განსაზღვრა;
- ლიპიდური სპექტრი;
- იმუნოლოგიური გამოკვლევები;
- ჰორმონალური გამოკვლევები;
- რეპროდუქციული სისტემის ჰორმონების გამოკვლევები;
- ანემიის შესაფასებელი ანალიზები;
- რევმოტესტები;
- ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების სეროლოგიური დიაგნოსტიკა;
- ჰეპატიტები და სხვა.
რა თქმა უნდა, გახსნის დღიდანვე ჩვენი ლაბორატორიის მომსახურება არა მარტო იმ პაციენტებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც რეპროდუქციული მედიცინის მომსახურებებისთვის მოგვმართავენ, არამედ ნებისმიერისთვის, ვისაც შესაბამისი დიაგნოსტიკა სჭირდება.
რატომ ირჩევენ რეპროარტის ლაბორატორიას?
ათასობით პაციენტის არჩევანს უპირველესად ჩვენს ლაბორატორიაში ჩატარებული ანალიზების სიზუსტე განაპირობებს, რაშიც უმნიშვნელოვანეს როლს ის თანამედროვე, ავტომატიზებული ტექნოლოგიები ასრულებს, რომლებითაც ლაბორატორიაა აღჭურვილი. რეპროარტში სხვადასხვა ანალიზებისთვის სხვადასხვა აპარატურას ვიყენებთ, მათ შორისაა:
- SYSMEX xs-500 I;
- Bio-k sell;
- FUJIFILM NX 500;
- ROCHE Cobas e-411;
- Humamater A1c;
- HumaReader HS.
რა თქმა უნდა, კარგ აპარატურასთან ერთად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს გამოცდილი პროფესიონალების გუნდს, რომელიც ლაბორატორიაში ანალიზის მსვლელობას ადევნებს თვალს და, რაც მთავარია, ხარისხსაც აკონტროლებს.
„ხარისხის კონტროლი ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია და ის ყოველდღიურად, საკონტროლო შრატებით მოწმდება. თითეული ანალიზის შეუსაბმობის შემთხვევაში კი, არასწორი პასუხის თავიდან ასაცილებლად, რეაქტივის თავიდან დაკალიბრება და ისევ კონტროლების გაშვება ხდება. წლებია, ლაბორატორია გარე ხარისხის კონტროლში RIQAS NET-შიც მონაწილეობს, სადაც საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს“, – გვიყვება ლაბორატორიის ხელმძღვანელი თინათინ შარაშენიძე.
COVID-19 და რეპროარტის ლაბორატორია
მას შემდეგ, რაც COVID-19 საქართველოშიც გავრცელდა, გადავწყვიტეთ, ჩვენი ლაბორატორიის მაღალი ტექნოლოგიური და ინტელექტუალური შესაძლებლობები პანდემიასთან ბრძოლაში გამოგვეყენებინა. ამ მიზნით, დავნერგეთ COVID-19-ის დიაგნოსტირების ანტიგენის სწრაფი ტესტი AG და COVID-19-ის ანტისხეულების რაოდენობრივი განსაზღვრა IGG/IGM -Cobas e-411 აპარატზე. სულ ახლახან კი ანტისხეულებზე ANTI-SARS-COV 2 (სპაიკის მიმართ ანტისხეულები) აცრის შემდგომი ანალიზიც დავნერგეთ.
COVID-19 ახალი ვირუსია, ამიტომ მეცნიერებისთვის ბევრი რამ მის შესახებ კვლავ უცნობია. ზუსტად არც ის ვიცით, რა კვალს დატოვებს იგი ადამიანების ორგანიზმში და რა გავლენას მოახდენს ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე. სწორედ ამიტომ, მეცნიერების რეკომენდაციაა, მკაცრად გაკონტროლდეს იმ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებმაც COVID-19 უკვე გადაიტანეს, შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად კი, მათ სათანადო კვლევები აუცილებლად ჩაიტარონ. ყველა ამგვარი კვლევა ჩვენს ლაბორატორიაშიც ტარდება. მათ შორის, სისხლის საერთო, კოაგულოგრამა, დედიმერი, C რეაქტიული ცილა და ფერიტინი.
სხვათა შორის, პანდემიიდან გამომდინარე უკვე დავნერგეთ ბინაზე მომსახურებაც, რაც პაციენტებს შესაძლებლობას აძლევს, სასურველი მომსახურება თუ ანალიზის პასუხები სახლიდან გაუსვლელად, ოპერატიულად მიიღონ.
რეპროარტის ლაბორატორიის მთავარი შედეგი მაინც ის მადლიერი და კეთილგანწყობილი პაციენტები არიან, რომლებიც წლებია, ჩვენს მომსახურებას, პროფესინალიზმსა და კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ირჩევენ.