რეპროარტის ექიმებმა ქუთაისში შეხვედრა გამართეს
რეპროარტის პერსონალი კლინიკის ქუთაისის ფილიალს ესტუმრა და ადგილობრივ კოლეგებთან შეხვედრა-დისკუსია გამართა.
შეხვედრაზე რეპროარტის ქუთაისის ფილიალის თანამშრომლები — მეანები, გინეკოლოგები, რეპროდუქტოლოგები და ქირურგები იმ მიმდინარე სიახლეებს გაეცნენ, რომლებიც კლინიკაშია დანერგილი. კოლეგებმა უნიკალურ მომსახურებებზეც იმსჯელეს და მილების გამტარუნატიანობის კვლევის ინოვაციური მეთოდი და ენდომეტრიალური კისტის ასპირაცია განიხილეს. დისკუსიაზე, რომელსაც 70-მდე ექიმი ესწრებოდა, ერთობლივი თანამშრომლობის ფორმატსა და გზებზეც იმსჯელეს.
რეპროარტის ქუთაისის ფილიალი 2014 წლის პირველი თებერვლიდან ფუნქციონირებს და დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ პაციენტებს, დროისა და ფინანსური რესურსების დაზოგვის მიზნით, თბილისში არსებულ ყველა მომსახურებას სთავაზობს.