რეპროარტის თბილისის გუნდი ბათუმელ კოლეგებს შეხვდა
04/04/2018
ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტის თბილისის გუნდი ბათუმელ კოლეგებს შეხვდა. შეხვედრაზე ადგილობრივი მეანები, გინეკოლოგები, რეპროდუქტოლოგები და ქირურგები იმ მიმდინარე სიახლეებსა და უნიკალურ სერვისებს გაეცნენ, რომლებიც კლინიკაშია დანერგილი. მსჯელობა ეხებოდა რეპროარტში არსებულ მომსახურებებსაც – ნაყოფის გენეტიკურ კვლევებს, ორსულობის ტესტებს და ა.შ.
პაციენტებზე მაქსიმალური ზრუნვის მიზნით, დაიგეგმა ერთობლივი თანამშრომლობაც. შეხვედრაში მონაწილეობას 60-მდე ექიმი იღებდა.
ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი-ბათუმი 2014 წლის 15 სექტემბერს გაიხსნა. კლინიკაში ყველა სერვისია ხელმისაწვდომი. ბათუმი-რეპროარტი იმ ტექნოლოგიებს იყენებს, რომლებიც თბილისსა თუ მსოფლიოს წამყვან რეპროდუქციულ ცენტრებშია დანერგილი.