რეპროარტის ხარისხის მენეჯერი კლინიკაში ყველაზე მაღალი სტანდარტის დასაცავად

რეპროარტი დაარსების დღიდან პაციენტებს მკურნალობის ამერიკულ ხარისხს სთავაზობს. ეს მიმართულება კლინიკისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო და მისი სრულყოფისთვის პერსონალი მუდმივად თავდაუზოგავად შრომობს. ხარისხზე გაწეული სამუშაო, სპეციფიკიდან გამომდინარე, პაციენტებისთვის ხშირად შეუმჩნეველი რჩება, ამიტომ გვინდა, უფრო მეტი გიამბოთ ძალისხმევაზე, რომელსაც ამ კუთხით ვხარჯავთ. 

რეგისტრატურიდან ხარისხის მენეჯერობამდე

ხარისხის მართვის სტანდარტიზაციისთვის მენეჯმენტის პროცესების ეფექტიანად ორგანიზება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ISO 9001 სერტიფიცირების პროცესის დაწყება, რომლის წარმატებით დასრულებაშიც უდიდესი წვლილი რეპროარტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და ხარისხის მენეჯერმა, მაია ტუღუშმა შეიტანა.

მაია ტუღუში „რეპროარტში“ გახსნის დღიდან მუშაობს. კლინიკის ამჟამინდელ გუნდთან ის მანამდეც თანამშრომლობდა, 2012 წლის ზაფხულში კი, როცა ლიკა ჭყონიამ კოლეგებთან ერთად ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი დააფუძნა, მაიაც ახალ სამსახურში გადმოვიდა. კარიერა მან რეგისტრატურიდან დაიწყო, დროსთან ერთად კი ჯერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, შემდეგ კი ხარისხის მენეჯერის პოზიციები დაიკავა.

სერთიფიცირების პროცესი

სერტიფიცირების პროცესში მაია მთავარ როლს ასრულებდა: ISO 9001 სტანდარტის შინაარსისა და მოთხოვნების გაცნობის მიზნით, ის თითოეულ გუნდთან მჭიდროდ მუშაობდა, აანალიზებდა პროცესებს, აკორექტირებდა დოკუმენტაციას, მათთან ერთად ამუშავებდა სტრატეგიებს, სრულ კოორდინაციას უწევდა დანერგვას და, პარალელურად, დამფუძნებლებთან რეპორტინგსაც აწარმოებდა. პროცესი საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა და მაიას არაერთი გამოწვევის გადალახვაც მოუწია.

„რადგან ISO 9001 სტანდარტის დანერგვა თითოეული თანამშრომლის ჩართულობას მოითხოვდა, მათი მობილიზება რთული იყო, თუმცა გუნდიც აქტიურად მომყვებოდა. საბოლოოდ, სირთულეებისა და დიდი ძალისხმევის მიუხედავად, პროცესი განსაზღვრულ ვადაში დავასრულეთ, თანაც, აუდიტორების მხრიდან დამატებითი რეკომენდაციებისა და შენიშვნების გარეშე. ძალიან ვამაყობ, რომ კლინიკაში განყოფილებების სამუშაო სტანდარტების სრულფასოვანი დოკუმენტაცია შეიქმნა. გარდა ამისა, სერთიფიცირების შემდეგ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიების მხრიდან თანამშრომლობაზე მოთხოვნა გაიზარდა“, – აღნიშნავს მაია.

რას ნიშნავს ხარისხის მართვა

ხარისხის მართვა, ზოგადად, მართვის ეფექტიანი სისტემის დანერგვასა და შენარჩუნებას გულისხმობს, რაც, საბოლოოდ, პაციენტებისთვის უსაფრთხო და საიმედო სამედიცინო მომსახურების მიწოდებას მოიაზრებს.

მთლიანად პროცესი საერთაშორისო სტანდარტებისა და პროტოკოლების დანერგვას, სამუშაო პროცესების მუდმივ ანალიზს, ხარვეზების გამოვლენასა და გაუმჯობესებას, პაციენტებისა და პარტნიორების კმაყოფილების კვლევას, მათი  შენიშვნების გათვალისწინებას, ინფრასტრუქტურის განახლებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და კლინიკის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას მოიცავს.

მაია ტუღუში ამბობს, რომ სტანდარტის დანერგვამ რეპროარტის მართვის პროცესში ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური ცვლილებები შეიტანა. ამასთან, რეპროდუქციული კლინიკის პაციენტებისთვის, რომლებიც ისედაც რთულ ემოციურ სტრესს განიცდიან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლინიკის სამუშაო პროცესები ისე იყოს დალაგებული რომ მათ მომსახურების მიღებისას დისკომფორტი არ შეექმენათ, რაც სწორედ ხარისხის მართვას უკავშირდება და ამ კუთხითაც სტანდარტის დანერგვას უდიდესი როლი ჰქონდა.

სერტიფიკატი რეპროარტისთვის დამატებით პასუხისმგებლობასაც ნიშნავს. ეს კი უპირველესად პაციენტებისთვის სრულფასოვანი სერვისის მიწოდებას, მუდმივ განახლებასა და შიდა სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციაზე ზრუნვას გულისხმობს. სტანდარტის მიღება მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს და სწრაფი ტემპით განვითარებას გვავალდებულებს“, – აღნიშნავს მაია.

სერტიფიკატის მიღების შემდეგ კლინიკაში მიმდინარე პროცესების სტანდარტთან შესაბამისობა ყოველდღიურად მოწმდება, რაშიც მაია კვლავაც აქტიურადაა ჩართული. თითოეული განყოფილების მუშაობასა და მიმდინარე პროცესების შესწავლაში აქტიურად მონაწილეობს. კოლეგებთან ერთად, აწარმოებს ხარვეზების ამსახველ დოკუმენტაციას, გეგმავს და ახორციელებს საჭირო ქმედებებს, პაციენტებს  მათი შთაბეჭდილებების გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს, რასაც შემდგომში სერვისის გაუმჯობესებისთვის იყენებს. იკვლევს პაციენტებისა თუ პარტნიორი კომპანიების კმაყოფილების დონეს და მათ რეკომენდაციებსაც ითვალისწინებს.

2023 წლის ძირითადი ფოკუსი

ამასთანავე, ხარისხის მენეჯერი ღიად საუბრობს ხარვეზებზე როგორიცაა პაციენტების დაყოვნება მიმღებში, ექიმთან  ვიზიტზე დაგვიანებით შესვლა და აღნიშნავს, რომ  ძალიან მნიშვნელოვანია დროის რესურსი, როგორც ექიმისთვის ასევე პაციენტისთვის, თუმცა რთულად წარმოუდგენია უშვილობის დიაგნოზის მქონე წყვილებისთვის კონსულტაციის ლიმიტის დაწესება. ამ დიაგნოზის შემთხვევაში ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა სჭირდება, რაც მეტწილად კონსულტაციის გახანგრძლივების მიზეზი ხდება, ეს კი პაციენტების მხრიდან უკმაყოფილებას იწვევს ხოლმე. რეპროდუქციული სფეროს სპეციფიკისა და არსებული წინაღობების მიუხედავად, ხარისხის მენეჯერი  ჩაწერის და რიგის მართვის სისტემების გაუმჯობესებაზე და ადმინისტრაციული პროცესების დალაგებაზე აქტიურად მუშაობს, რათა პაციენტებისთვის უფრო კომფორტული იყოს კლინიკაში ვიზიტი.

მაია მიიჩნევს, რომ „რეპროარტისთვის“ ISO-9001 სტანდარტი სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციის პირველი და საბაზისო ეტაპია. სამომავლოდ კი კლინიკა სხვა სერტიფიკატების მოპოვებასაც გეგმავს.

ბოლოს დამატებული

ინ ვიტრო განაყოფიერება

ინ ვიტრო განაყოფიერება უშვილობის მკურნალობის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიაა, რომელიც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების ორგანიზმის გარეთ შერწყმას გულისხმობს. ა

შემოგვიერთდით

© 2024 რეპროარტი