კლინიკა რეპროარტში სრული სამუშაო გრაფიკი განახლდა
Covid-19 პანდემიის ფარგლებში, ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი, მუშაობას სრული სამუშაო გრაფიკით აგრძელებს. კლინიკა გადადის მუშაობის ახალ რეჟიმზე, რომლის მიზანია პაციენტებისა და კლინიკის პერსონალის Covid-19 ინფექციისგან მაქსიმალური დაცვა. ჩვენ ვზრუნავთ თანამშრომლების და პაციენტების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე.
პაციენტების კლინიკაში დაშვების წესი:
- პაციენტები მიიღებიან მხოლოდ წინასწარი ჩაწერით. ჩაწერა შეგიძლიათ კლინიკის ნომერზე დარეკვით:
- თბილისი-ტელ: +995 322 515 909; +995 595 73 5074;
- ქუთაისი-ტელ: +995 591 907 907;
- ბათუმი-ტელ: +995 595 441 144.
წინასწარ ჩაწერისთვის ასევე, შეგიძლიათ მიყვეთ ბმულს https://bit.ly/2XeuOlF
- წინასწარი ჩაწერა ხდება მხოლოდ კითხვარის შევსების შემდეგ. კითხვარის შევსება შეგიძლიათ ტელეფონით, კლინიკის ოპერატორის დახმარებით, ან მიყვევით ბმულს:
- თბილისი https://bit.ly/2U38Q2P ;
- ბათუმი https://bit.ly/2An69Ch ;
- ქუთაისი https://bit.ly/2ZTJacC .
ბმულის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ მოგვწეროთ კლინიკის ფეისბუქ გვერდის ინბოქსში;
- პაციენტები, რომლებიც ვიზიტის დღეს შევსებულ კითხვარს მოაწვდიან კლინიკას, არ მოუწევთ კითხვარის ტრიაჟის სივრცეში შევსება და გაივლიან მხოლოდ თერმოსკრინინგს;
- პაციენტები, რომელთაც არ ექნება ვიზიტის დღისთვის შევსებული კითხვარი, ვიზიტისთვის დანიშნულ დროზე 15 წუთით ადრე უნდა გამოცხადნენ კლინიკის ტრიაჟის სივრცეში;
- მხოლოდ ის პაციენტები დაიშვებიან კლინიკაში (ექიმთან მიღებაზე/მონიტორინგზე/პროცედურაზე და ა.შ.) ვისაც გავლილი ექნება ტრიაჟი და თერმოსკრინინგი;
- კლინიკის შენობაში პაციენტმა უნდა ატაროს სამედიცინო პირბადე, ხელთათმანი და ბახილები;
- კლინიკის ფოიეში (მოსაცდელში) შესაძებელია მაქსიმუმ 5 პაციენტის ერთდროულად ყოფნა/დაყოვნება;
- თანმხლები პირები ან/და პარტნიორები, თუ არ არიან დაბარებული მკურნალი ექიმის მიერ, კლინიკაში არ დაიშვებიან;
ორსული პაციენტების მისაღებად გამოყოფილია სპეციალური სივრცე კლინიკის +3 სართულზე. ორსულებმა, ამბულატორიული პაციენტების მსგავსად, უნდა დაიცვან ყველა წესი, ტრიაჟის ჩათვლით. მათი თანმხლები პირები კლინიკაში არ დაიშვებიან.