fbpx

ისტორია

რეპროდუქციული კლინიკა საერთაშორისო გამოცდილებით

ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი 2012 წლის ივლისში გაიხსნა. მის ძირითად საქმიანობას ყველა ტიპის უშვილობის მკურნალობა და კვლევა წარმოადგენს. მათ შორის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით (ე.წ. ხელოვნური განაყოფიერება) მკურნალობაა. კლინიკის მომსახურება ყველა იმ ასპექტს აერთიანებს, რომელსაც ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა უკავშირდება.

ReproART-ის დამფუძნებელი და დირექტორი ემბრიოლოგი ლიკა ჭყონიაა, რომელსაც საქართველოში ამ სფეროში მუშაობის 30-წლიანი, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკებში მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება აქვს. რეპროარტის კლინიკური ნაწილის სამეცნიერო ხელმძღვანელია ნიუ იორკის უნივერსიტეტის ნაყოფიერების ცენტრის სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკკალა (Ph.D./H.C.L.D./C.C). დოქტორი მაკკალა ინ ვიტრო განაყოფიერების (In Vitro Fertilization) სფეროში 1983 წლიდან მუშაობს და მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, წიგნისა და მონოგრაფიის ავტორია.

ჩვენი კლინიკები

2012 წლის შემდეგ რეპროარტი გაფართოვდა და რეპროდუქციული კლინიკა ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი ბათუმში გახსნა. ქუთაისის ფილიალი 2013 წლის პირველი თებერვლიდან ფუნქციონირებს და დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ პაციენტებს, დროისა და ფინანსური რესურსების დაზოგვის მიზნით, თბილისში არსებულ ყველა მომსახურებას სთავაზობს. 2014 წლის 15 სექტემბრიდან კი ბათუმში ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი-ბათუმი გაიხსნა. რეპროარტი-ბათუმი იმ ტექნოლოგიებს იყენებს, რომლებიც თბილისსა თუ მსოფლიოს წამყვან რეპროდუქციულ ცენტრებშია დანერგილი.

30-წლიანი გამოცდილება რეპროდუქციულ მედიცინაში, უშვილობის მკურნალობის პროცესში მიღწეული წარმატებები და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით (Assisted Reproductive Technologies – ART) მიღებული საუკეთესო შედეგები ReproART-ს რეგიონში ლიდერ პოზიციაზე აყენებს.

დირექტორთა საბჭო

  • null

    ლიკა ჭყონია

    რეპროარტის დამფუძნებელი, დირექტორი


     

    ემბრიოლოგი, რომელსაც საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების…

  • null

    დევიდ მაკკალა

    რეპროარტის სამეცნიერო დირექტორი


     

    დოქტორი (Ph.D), H.C.L.D. (მაღალგანვითარებული ტექნოლოგიის…

  • null

    ნინო ოკუჯავა

    რეპროარტის დამფუძნებელი, დირექტორის მოადგილე


     

    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო საქმე…

რატომ რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი?


ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი დაკომპლექტებულია სპეციალისტებით, რომლებმაც სტაჟირება მსოფლიოს წამყვან კლინიკებში გაიარეს. რეპროარტის ყველა მიმართულების სპეციალისტი — მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ემბრიოლოგი, გენეტიკოსი, ანდროლოგი, იმუნოლოგი და სხვა — კლინიკაში დანერგილი ამერიკული სტანდარტებით ხელმძღვანელობს. ამ გუნდის, საერთაშორისო მიდგომების, მკურნალობის თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების ერთობლიობა კი ReproART-ის წარმატების მთავარი გარანტია.

უცხოელ პარტნიორებთან ერთად ჩვენს კლინიკაში სამეცნიერო და კლინიკური კვლევები ტარდება. ReproART- ის გუნდის წევრები მუდმივად მონაწილეობენ საერთაშორისო სემინარებში, სიმპოზიუმებსა და კონგრესებში, სადაც საკუთარ უახლეს სამეცნიერო შედეგებს წარადგენენ, უცხოელი კოლეგების გამოცდილებას ეცნობიან და წარმატებულ მიღწევებს მათ თავადაც უზიარებენ.

რეპროარტის ექიმების ნაშრომები ისეთ მნიშვნელოვან კონგრესებზე იყო წარდგენილი, როგორებიცაა ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპის ასოციაციის კონგრესი (ESHRE), აშშ-ის რეპროდუქციული მედიცინის ასოციაციის კონგრესი (ASRM) და გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის კონგრესი (ISGE) და ა.შ.

რეპროარტის გუნდის წარმატებები

საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობის (IVF) განვითარება ReproART -ის გუნდს უკავშირდება. კლინიკის პერსონალმა მთლიანად სფეროს წინსვლაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა. სწორედ ჩვენი გუნდის დამსახურებაა შემდეგი წარმატებები:

დაგვიკავშირდი

Reproart Contact

QR კოდი – თბილისის

ფილიალის კონტაქტი

თქვენს მობილურში.

  • ქ. თბილისი
    სულხან ცინცაძის ქ. N23
  • ტელ.:+995 322 515 909

Reproart Contact Kutaisi

QR კოდი – ქუთაისის

ფილიალის კონტაქტი

თქვენს მობილურში.

  • ქ. ქუთაისი
    ზ. გამსახურდიას ქ.N13
  • ტელ.: +995 591 907 907

Reproart Contact Tbilisi

QR კოდი – ბათუმის

ფილიალის კონტაქტი

თქვენს მობილურში.

  • ქ. ბათუმი
    ვახტანგ გორგასლის ქ. N159
  • ტელ: +995 595 441 144
Wordpress Social Share Plugin powered by Ultimatelysocial