რეპროარტის ექიმებისა და ემბრიოლოგების ნაშრომი სამეცნიერო ჟურნალში “Human Reproduction”
მიუხედავად COVID-19-ის გამო მსოფლიოში შექმნილი ვითარებისა, ექიმები და მეცნიერები აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას.
გაცნობებთ, რომ ჩვენს სფეროში ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო ჟურნალში – “Human Reproduction”, ჩვენი კლინიკის ექიმებისა და ემბრიოლოგების სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნდა. “Human Reproduction” მსოფლიოს მასშტაბით პირველ ადგილს იკავებს კატეგორიებში: რეპროდუქციული მედიცინა და ბიოლოგია, მეან-გინეკოლოგია. ჟურნალი ცნობილია სამეცნიერო და სარედაქციო სტანდარტების დაცვით, ინოვაციური კვლევებითა და აქტუალური სამედიცინო თემების განხილვით; არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ციტირებადი, სანდო და დაფასებული სამედიცინო სფეროში.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა “Human Reproduction”-ში ქართველი მეცნიერების ნაშრომი დაიბეჭდა. იმედი გვაქვს, ამ ჟურნალში სხვა ქართველი კოლეგების ნამუშევრებსაც ვიხილავთ.