ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტის ძალისხმევით, ბრიტანულ და ამერიკულ ლაბორატორიებთან შეთანხმება შედგა: მომდევნო 3 თვის განმავლობაში პაციენტები, რომლებიც ინ ვიტრო განაყოფიერებას გეგმავენ, გენეტიკური ტესტის ჩატარებას
4240 ლარის ნაცვლად (პირველი ემბრიონის ფასი) 1400 ლარად (თითო ემბრიონის ფასი) და ამაზე ნაკლებადაც შეძლებენ.
რა არის ემბრიონის გენეტიკური ტესტი?
პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტი წყვილებს, რომლებსაც უნაყოფობის ან გენეტიკური პრობლემები აქვთ, ჯანმრთელი შვილის ყოლის შესაძლებლობა აძლევს. ტესტი ტარდება ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად მიღებულ ემბრიონებზე და წინასწარ ადგენს, თუ რომელია ემბრიონებს შორის ჯანმრთელი. შემდეგ ქალის საშვილოსნოში სწორედ მისი გადატანა ხდება. გენეტიკური ტესტი ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით ორსულობის მიღების დროსა და ორსულობის შეწყვეტის ალბათობას ამცირებს. გაიგეთ მეტი პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტის შესახებ.