fbpx

სპერმის დონაცია – მხოლოდ უცხოური სერტიფიცირებული ბანკიდან

რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მკურნალობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს სპერმის დონაცია წარმოადგენს. ამიტომაც, ხშირად პაციენტებსა თუ უბრალოდ ამ საკითხით დაინტერესებულ ადამიანებს შეკითხვები სწორედ ამ თემის ირგვლივ უჩნდებათ ხოლმე. ჩვენს ბლოგპოსტში პასუხებს ყველა მათგანზე იპოვით.

რა შემთხვევაშია საჭირო სპერმის დონორის გამოყენება?

სპერმის დონორის გამოყენება რეპროარტში მაშინ ხდება, როცა მამაკაცის სპერმა განაყოფიერების უნარს მოკლებულია ან საერთოდ არ არის ეაკულატში – მამაკაცს აზოოსპერმია აქვს და მისი სპერმატოზოიდების მიღება მიკროქირურგიული ოპერაციით ან სპერმის ასპირაციითაც ვერ ხერხდება. სპერმის დონორს იყენებენ ოჯახში გენეტიკური დაავადებების შემთხვევაშიც ან თუ პაციენტები თავად არიან რაიმე გენეტიკური დაავადების მტარებლები.

ამას გარდა, დონორის სპერმა გამოიყენება, როცა ქალებს შვილის გაჩენა პარტნიორის გარეშე სურთ და ამ გადაწყვეტილებით რეპროარტს მიმართავენ.

როგორ ხდება სპერმის დონორის შერჩევა

სპერმის დონორის შერჩევა რეპროარტში ყოველთვის ევროპული ან ამერიკული ბანკებიდან ხდება. ადგილობრივი დონორის სპერმა კლინიკაში არ გამოიყენება. ამის ერთერთი მიზეზი ის არის, რომ ჯერჯერობით, მხოლოდ სპეციალური სერიტიფიკატის მქონე უცხოური ბანკები იძლევიან გარანტიას, რომ დონორებს ყველა საჭირო კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევა აქვთ ჩატარებული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ დონორებს უტარდებათ კვლევები განსაკუთრებით გავრცელებულ გენეტიკური დაავადებებზე.

სპერმის დონორის შერჩევა შესაძლებელია როგორც გარეგნული მონაცემების – სიმაღლის, წონის, თვალისა და თმის ფერის, ისე განათლებისა და სისხლის ჯგუფის მიხედვით. სურვილის შემთხვევაში, ზოგჯერ, შესაძლებელია მისი სრული პროფილის გაცნობაც, რაც დონორის ჰობისა და ინტერესების, მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციასაც აერთიანებს.

რა გამოკვლევები უტარდებათ მამაკაცებს დონორის სტატუსის მიღებამდე

სპერმის დონორი საბოლოო შერჩევამდე რთულ და მრავალ საფეხურს გადის, რაც როგორც სამედიცინო (თერაპიულ, უროლოგიურ, გენეტიკურ), ისე ფსიქოლოგიურ გამოკვლევებს მოიცავს. ეს იმდენად მრავალმხრივი პროცესია, რომ სტატისტიკის მიხედვით, 1000 კანდიდატიდან საშუალოდ 9 დონორი ირჩევა. სპერმის ევროპულ ბანკში დონორების შერჩევა შემდეგი პარამეტრებით ხდება:

  • სპერმის ხარისხი
  • ასაკი
  • პიროვნული თავისებურებები
  • განათლება
  • ოჯახის 4 თაობის ჯანმრთელობის ისტორია

აღსანიშნავია, რომ შერჩეული დონორის სპერმის ყოველი ნიმუში იყინება და მინიმუმ 6 თვის განმავლობაში სპეციალურ საკარანტინო კონტეინერში ინახება. ნიმუში მხოლოდ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე – შიდსზე, სიფილისსა და ჰეპატიტზე განმეორებითი გამოკვლევის შედეგების მიღების შემდეგ გამოიყენება, რადგანაც ამ დაავადებების გამომჟღავნება ინფიცირებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც არის შესაძლებელი. დონორის მრავალჯერადი გამოკვლევის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ინფექციური დაავადებების გადაცემის რისკის მაქსიმალური შემცირებაა.

დონორისთვის ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზებისა და გენეტიკური კვლევების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს https://reproart.ge/spermis-donacia/

საბოლოოდ სპერმის დონორები რეპროდუქციული ასაკის ის ჯანმრთელი მამაკაცები ხდებიან, რომელთაც გენეტიკური და ინფექციური დაავადებები მრავალჯერადი კვლევის შედეგად არ გამოუმჟღავნდათ.

About Us

Luckily friends do ashamed to do suppose. Tried meant mr smile so. Exquisite behaviour as to middleton perfectly. Chicken no wishing waiting am. Say concerns dwelling graceful.

Services

Most Recent Posts

Company Info

She wholly fat who window extent either formal. Removing welcomed.

შემოგვიერთდით

© 2023 რეპროარტი