ხარისხის პოლიტიკა

კლინიკის მისია


 

  • მეცნიერულად დასაბუთებული, ეფექტური, მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით, რითიც ვეხმარებით უნაყოფობის პრობლემის მქონე ადამიანებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, აისრულონ ოცნება, რომ მალე გახდნენ მშობლები.
  • დავნერგოთ ამერიკული და ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროგრამები და ნორმები; გავაძლიეროთ ქვეყნის რეპროდუქციული სამედიცინო საზოგადოება პროფესიონალი პრაქტიკოსებით.

 

ჩვენი ხედვა ხარისხთან მიმართებაში 


 

  • ვიყოთ მოდელი და მამოძრავებელი ძალა რეპროდუქციული მედიცინის სფეროში, დავნერგოთ მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური მკურნალობის მიდგომები და მეთოდები და მოვნიშნოთ საქართველო მსოფლიო რუკაზე, როგორც უნაყოფობის მკურნალობისთვის საუკეთესო ქვეყანა.
  • მუდმივად ვაუმჯობესებდეთ ხარისხის მართვის სისტემებს სწორი დაგეგმვის, დაინტერესებულ მხარეებზე ორიენტირების, პროცესების მუდმივი შეფასების, საგანმანათლებლო, მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების დროული გატარების საფუძველზე.

 

ხარისხის პოლიტიკა სამედიცინო მომსახურების სფეროში


 

  1. საკანონმდებლო მოთხოვნების ფარგლებში პაციენტთა ინფორმირებულობით, უსაფრთხო მკურნალობით, ეროვნული გაიდლაინებისა და ხარისხის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების/პროტოკოლების დანერგვით პაციენტების და პარტნიორების კმაყოფილებისა და, შესაბამისად, რაოდენობის მუდმივი ზრდა;
  2. სერვისების დივერსიფიკაციასა და გაუმჯობესებაზე ორიენტირებული კლიენტებთან ურთიერთობის სამსახურების ეფექტიანი ფუნქციონირებით, პაციენტების და პარტნიორების საჭიროებების გამოვლენისა და კმაყოფილების შეფასების მუდმივი ანალიზი და გაუმჯობესება;
  3. კლინიკის ლაბორატორიების, დიაგნოსტიკური და სამკურნალო მიმართულებების, ინფრასტრუქტურის განახლება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, და ამით პროცესების მუდმივი გაუმჯობესება;
  4. კლინიკის პერსონალის მუდმივი მომზადება-გადამზადებისა და განათლების უწყვეტი მიწოდების სისტემის შექმნა. თანამშრომელთა მუდმივი მოტივაცია და ინოვაციების მხარდაჭერა.

 

დამტკიცებულია: 

გენერალური დირექტორი / ლია ჭყონია                                                                                             

 

 

 

 

 

თარიღი: 15.03.2022  

                                                                                                                                                                                                  

                                                                   

                                                                                                                                                                                              

Wordpress Social Share Plugin powered by Ultimatelysocial