კლინიკის მისია
- მეცნიერულად დასაბუთებული, ეფექტური, მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით, რითიც ვეხმარებით უნაყოფობის პრობლემის მქონე ადამიანებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, აისრულონ ოცნება, რომ მალე გახდნენ მშობლები.
- დავნერგოთ ამერიკული და ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროგრამები და ნორმები; გავაძლიეროთ ქვეყნის რეპროდუქციული სამედიცინო საზოგადოება პროფესიონალი პრაქტიკოსებით.
ჩვენი ხედვა ხარისხთან მიმართებაში
- ვიყოთ მოდელი და მამოძრავებელი ძალა რეპროდუქციული მედიცინის სფეროში, დავნერგოთ მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური მკურნალობის მიდგომები და მეთოდები და მოვნიშნოთ საქართველო მსოფლიო რუკაზე, როგორც უნაყოფობის მკურნალობისთვის საუკეთესო ქვეყანა.
- მუდმივად ვაუმჯობესებდეთ ხარისხის მართვის სისტემებს სწორი დაგეგმვის, დაინტერესებულ მხარეებზე ორიენტირების, პროცესების მუდმივი შეფასების, საგანმანათლებლო, მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების დროული გატარების საფუძველზე.
ხარისხის პოლიტიკა სამედიცინო მომსახურების სფეროში
- საკანონმდებლო მოთხოვნების ფარგლებში პაციენტთა ინფორმირებულობით, უსაფრთხო მკურნალობით, ეროვნული გაიდლაინებისა და ხარისხის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების/პროტოკოლების დანერგვით პაციენტების და პარტნიორების კმაყოფილებისა და, შესაბამისად, რაოდენობის მუდმივი ზრდა;
- სერვისების დივერსიფიკაციასა და გაუმჯობესებაზე ორიენტირებული კლიენტებთან ურთიერთობის სამსახურების ეფექტიანი ფუნქციონირებით, პაციენტების და პარტნიორების საჭიროებების გამოვლენისა და კმაყოფილების შეფასების მუდმივი ანალიზი და გაუმჯობესება;
- კლინიკის ლაბორატორიების, დიაგნოსტიკური და სამკურნალო მიმართულებების, ინფრასტრუქტურის განახლება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, და ამით პროცესების მუდმივი გაუმჯობესება;
- კლინიკის პერსონალის მუდმივი მომზადება-გადამზადებისა და განათლების უწყვეტი მიწოდების სისტემის შექმნა. თანამშრომელთა მუდმივი მოტივაცია და ინოვაციების მხარდაჭერა.
დამტკიცებულია:
გენერალური დირექტორი / ლია ჭყონია
თარიღი: 15.03.2022