საშვილოსნოს მილების გამოკვლევა

თუ თქვენ საშვილოსნოს მილები ჯერ არ გამოგიკვლევიათ, გთავაზობთ საშვილოსნოს მილების გამოკვლევის უახლეს და უმტკივნეულო მეთოდს – ჰისტეროსალპინგოგრაფიას ექოკონტრასტული ქაფით..

საშვილოსნოს მილების გამოკვლევა ყველაზე თანამედროვე მეთოდით

 რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი საშვილოსნოს მილების გამოკვლევის უახლეს მეთოდს — ექოკონტრასტული ქაფით ჰისტეროსალპინგოგრაფიას გთავაზობთ. ექოკონტრასტული ქაფით ჰისტეროსალპინგოგრაფია ტრადიციულ, მტკივნეულ რენტგენოლოგიურ გამოკვლევას აგარიდებთ თავიდან.

როგორ მიმდინარეობს პროცედურა?

 კლინიკა რეპროარტში პროცედურა ექოსკოპის კონტროლით, ექოკონტრასტული ქაფის გამოყენებით მიმდინარეობს. ექოკონტრასტული ქაფი საშვილოსნოს ღრუსა და მილების კონტურის ნათელ გამოსახულებას იძლევა, საშვილოსნოს მილების გამავლობა კი ადვილი ამოსაცნობი ხდება.

გასათვალისწინებელია, რომ პროცედურის ჩატარებამდე ქალს საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული კვლევა ესაჭიროება. თუ კვლევის შედეგი დამაკმაყოფილებელი იქნება, სონოჰისტეროსალპინგოგრაფია მენსტრუალური ციკლის მე 9-12 დღეს ჩატარდება.

პროცედურის უპირატესობები

ექოკონტრასტული ქაფით ჰისტეროსალპინგოგრაფია მარტივი, უვნებელი და უმტკივნეულო პროცედურაა.

რა შემთხვევაში არ ჩატარდება პროცედურა?

 სონოჰისტეროსალპინგოგრაფია არ ჩატარდება თუ ქალს სასქესო ორგანოების მწვავე ანთებადი პროცესები აქვს, მაგ: მწვავედ მიმდინარე ვაგინიტი, სალპინოგოოფორიტი, რომელიც ხშირად ბაქტერიული, ვირუსული ან ინფექციური წარმოშობისაა. იმ შემთხვევაში, თუ ქალს პროცედურამდე დაუცველი სქესობრივი კავშირი ჰქონდა, ან ორსულობაზე ეჭვობს, პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს ორსულობა და შემდეგ ჩატარდეს პროცედურა.

ექოკონტრასტული ქაფით ჰისტეროსალპინგოგრაფია:

პრაქტიკულად უმტკივნეულოს ხდის საკმაოდ უსიამოვნო პროცედურას

არის არატრამვული, არ საჭიროებს ტყვიის მაშით საშვილოსნოს ყელის ფიქსაციას

არ აზიანებს ენდომეტრიუმსა და საშვილოსნოს მილების ამომფენ მოციმციმე ეპითელიუმს

არ ახდენს გავლენას კვერცხუჯრედსა და სპერმატოზოიდზე, რაც პროცედურის ჩატარების ციკლში შეუზღუდავ სქესობრივ კონტაქტს ხდის შესაძლებელს

ორსულობის დაგეგმვა

© 2024 Reproart