კლინიკა რეპროარტში სრული სამუშაო გრაფიკი განახლდა
Covid-19 პანდემიის ფარგლებში, ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი, მუშაობას სრული სამუშაო გრაფიკით აგრძელებს.
მეტი +
რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი საშვილოსნოს მილების გამოკვლევის უახლეს მეთოდს — ექოკონტრასტული ქაფით ჰისტეროსალპინგოგრაფიას გთავაზობთ. ექოკონტრასტული ქაფით ჰისტეროსალპინგოგრაფია ტრადიციულ, მტკივნეულ რენტგენოლოგიურ გამოკვლევას აგარიდებთ თავიდან.
კლინიკა რეპროარტში პროცედურა ექოსკოპის კონტროლით, ექოკონტრასტული ქაფის გამოყენებით მიმდინარეობს. ექოკონტრასტული ქაფი საშვილოსნოს ღრუსა და მილების კონტურის ნათელ გამოსახულებას იძლევა, საშვილოსნოს მილების გამავლობა კი ადვილი ამოსაცნობი ხდება.
გასათვალისწინებელია, რომ პროცედურის ჩატარებამდე ქალს საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული კვლევა ესაჭიროება. თუ კვლევის შედეგი დამაკმაყოფილებელი იქნება, სონოჰისტეროსალპინგოგრაფია მენსტრუალური ციკლის მე 9-12 დღეს ჩატარდება.
ექოკონტრასტული ქაფით ჰისტეროსალპინგოგრაფია მარტივი, უვნებელი და უმტკივნეულო პროცედურაა.
სონოჰისტეროსალპინგოგრაფია არ ჩატარდება თუ ქალს სასქესო ორგანოების მწვავე ანთებადი პროცესები აქვს, მაგ: მწვავედ მიმდინარე ვაგინიტი, სალპინოგოოფორიტი, რომელიც ხშირად ბაქტერიული, ვირუსული ან ინფექციური წარმოშობისაა. იმ შემთხვევაში, თუ ქალს პროცედურამდე დაუცველი სქესობრივი კავშირი ჰქონდა, ან ორსულობაზე ეჭვობს, პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს ორსულობა და შემდეგ ჩატარდეს პროცედურა.
Covid-19 პანდემიის ფარგლებში, ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი, მუშაობას სრული სამუშაო გრაფიკით აგრძელებს.
მეტი +