ემბრიონის გაყინვა

ემბრიონის გაყინვა ვიტრიფიკაციის მეთოდით

ემბრიონის გაყინვა ვიტრიფიკაციის მეთოდით ერთ-ერთი რევოლუციური მოვლენაა რეპროდუქციულ მედიცინაში. ვიტრიფიკაცია გულისხმობს ემბრიონების სპეციალურ ხსნარებში – კრიოპროტექტანტებში ინკუბაციას და შემდეგ პირდაპირ თხევად აზოტში, -196°C -ზე მოთავსებას. ვიტრიფიკაციით გაყინული ემბრიონის გამოყენებით ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატება გაცილებით გაიზარდა. რეპროარტში, ისევე როგორც მსოფლიოს წამყვან კლინიკებში, გაყინული ემბრიონებით ორსულობა გაცილებით უფრო ხშირია, ვიდრე ასპირაციის ციკლშივე გაუყინავი ემბრიონების გადატანისას.

რა დროს ხდება საჭირო ემბრიონის გაყინვა?

რეპროარტში ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობა ქალის საშვილოსნოში ერთი, მაქსიმუმ ორი ემბრიონის გადატანას ითვალისწინებს. თუმცა, საკვერცხეების მედიკამენტოზური სტიმულაციის შედეგად მიღებული კვერცხუჯრედებიდან ხშირ შემთხვევაში, ორზე მეტი ემბრიონი ვითარდება; ამიტომ მათი გადატანის შემდეგ დარჩენილი ემბრიონები იყინება.

ზოგჯერ კი პაციენტის ყველა ემბრიონი იყინება. ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა ექიმი ქალის საშვილოსნოს შესაბამისად მომზადებულად არ მიიჩნევს; ან როდესაც პროგესტერონის მაჩვენებელი მაღალია.

გაყინული ემბრიონების გამოყენება

ემბრიონის გაყინვა ვიტრიფიკაციით, საქართველოში პირველად, სწორედ ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკა რეპროარტის გუნდმა განახორციელა და უკვე წლებია წარმატებულ შედეგებს ღებულობს. ვიტრიფიცირებული ბლასტოცისტის გათბობისას 98% გადარჩება; ხოლო მათი გადატანის შემდეგ შემთხვევათა 64.5%-ში ხდება ორსულობა.

გაყინული/გამთბარი (გამლღვარი) ემბრიონების გამოყენების წარმატებული შედეგები რეპროდუქციული კლინიკა ReproART-ის მიერ ევროპის რეპროდუქციული მედიცინისა და ემბრიოლოგიის კონგრესზე (ESHRE) 2015 წელს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში იყო წარდგენილი.

იმისთვის, რომ დაგეგმო ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკა რეპროარტის ნაყოფიერების სპეციალისტთან – მეან-გინეკოლოგ, რეპროდუქტოლოგთან კონსულტაცია თბილისის, ქუთაისის ან ბათუმის ფილიალში, აუცილებელი არის წინასწარ ჩაწერა.

პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი PGT-A

ორსულობა ემბრიონის გაყინვის შემდეგ

© 2024 რეპროარტი