რას ნიშნავს კვერცხუჯრედის გაყინვა?
კვერცხუჯრედის გაყინვა ვიტრიფიკაციის მეთოდით, ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობის დროს, გარდამტეხი მოვლენა გახდა ისეთი ქალებისთვის, რომლებსაც სხვა შემთხვევაში ბიოლოგიური შვილი არ ეყოლებოდა. დედის ახალგაზრდობაში გაყინული და წლების შემდეგ გამოყენებული კვერცხუჯრედით ბევრი ბავშვია დაბადებული.
კვერცხუჯრედის გაყინვა ვიტრიფიკაციით გულისხმობს კვერცხუჯრედების სპეციალურ ხსნარებში – კრიოპროტექტანტებში ინკუბაციას და შემდეგ პირდაპირ თხევად აზოტში, -196°C -ზე მოთავსებას.
რა მიზეზით ხდება კვერცხუჯრედის გაყინვა?
ორსულობის შედეგები გაყინული კვერცხუჯრედების გამოყენებით
Reproart-ში გაყინული კვერცხუჯრედის გამოყენებით ორსულობის შედეგები საკმაოდ წარმატებულია: გამოდნობის შემდეგ ორსულობა შემთხვევათა 90%-ში დგება; კვერცხუჯრედის გამოლღობისა და განაყოფიერების შემდეგ კი — დაახლოებით 60%-ში.
ეს წარმატებული შედეგები იმედს ყველა იმ პაციენტს უსახავს, ვისაც კვერცხუჯრედის გაყინვა ჯანმრთელობის ან სოციალური მდგომარეობის გამო, ან პირადი გადაწყვეტილებით ესაჭიროება.
იმისთვის, რომ დაგეგმო ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკა რეპროარტის ნაყოფიერების სპეციალისტთან – მეან-გინეკოლოგ, რეპროდუქტოლოგთან კონსულტაცია თბილისის, ქუთაისის ან ბათუმის ფილიალში, აუცილებელი არის წინასწარ ჩაწერა.