ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF)
ინ ვიტრო განაყოფიერება (ე.წ. ხელოვნური განაყოფიერება) უშვილობის მკურნალობის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიაა (Assisted Reproductive Technologies – ART), რომელიც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების ორგანიზმის გარეთ შერწყმას გულისხმობს. შედეგად, მიღებული ემბრიონის ქალის საშვილოსნოში გადატანა ხდება. ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობა (In Vitro Fertilization) რამოდენიმე ეტაპისგან შედგება. მისი შედეგი კი რეპროდუქციულ კლინიკა ReproART-ის შემთხვევათა 57%-86%-ში ორსულობის დადებითი ტესტით სრულდება.
ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF) შემდეგი ეტაპებისგან შედგება: საკვერცხეების სტიმულაცია; კვერცხუჯრედის ასპირაცია (ამოღება); განაყოფიერება და ემბრიონის განვითარება. ბოლოს კი ყველაფერი ემბრიონის გადატანით სრულდება, დარჩენილი ემბრიონები კი იყინება.