კარიოტიპირება (ქრომოსომული ანალიზი), წარმოადგენს რუტინულ დიაგნოსტიკურ საშუალებას, რომელიც სხვადასხვა არასპეციფიკური კლინიკური სიტუაციების დროს გამოიყენება.
კარიოტიპირება (ქრომოსომული ანალიზი) რეპროარტში
ReproART-ში კარიოტიპირება, შესაბამისი კლინიკური ჩვენებების არსებობის შემთხვევაში, თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიაში, მაღალკვალიფიციური პერსონალის მიერ ტარდება.
კლინიკური ჩვენებები ქრომოსომული (ციტოგენეტიკური) ანალიზისთვის
კარიოტიპირება (ქრომოსომული ანალიზი), შემდეგი ჩვენებების არსებობის შემთხვევებში გამოიყენება:
- მკვდრადშობადობა და ნეონატალური სიკვდილი ოჯახში
- სასქესო ორგანოების ანომალიების დროს ახალშობილის გენეტიკური სქესის დადგენა
ადრეულ ასაკში გამოვლენილი ზრდისა და განვითარების პრობლემები:
- ჩამორჩენა ზრდასა და ფიზიკურ განვითარებაში;
- დისმორფული გარეგნობა;
- მრავლობითი მანკები;
- ტანდაბლობა;
- განუვითარებელი ან გაურკვეველი სქესის გენიტალიები;
- გონებრივი ჩამორჩენილობა;
- ჩამორჩენილი სქესობრივი განვითარება.
უნაყოფობასთან დაკავშირებული პრობლემები:
- პირველადი ამენორეა;
- მეორადი ამენორეა;
- ორზე მეტი თვითნებური აბორტი;
- სპერმატოგენეზის დარღვევები.
ოჯახის ისტორია — როცა პაციენტის პირველი რიგის ნათესავს ქრომოსომული პათოლოგია აქვს, მისი ქრომოსომული გამოკვლევა აუცილებელია
გვიანი ორსულობა — 30-35 წელს გადაცილებულ ქალებში ნაყოფის ქრომოსომული ანომალიების განვითარების საშიშროება არსებობს. შესაბამისად, აუცილებელია ნაყოფის შესაძლო ქრომოსომული ანომალიების პრენატალური სკრინინგი, საჭიროების შემთხვევაში კი — დიაგნოსტიკა.
იმისთვის, რომ დაგეგმო ქართულ-ამერიკულ რეპროდუქციულ კლინიკა რეპროარტის თბილისის, ქუთაისის ან ბათუმის ფილიალში ვიზიტი, აუცილებელი არის წინასწარ ჩაწერა.