ნაყოფიერების შენარჩუნება სამედიცინო ჩვენებით

ნაყოფიერების შენარჩუნება რეპროარტში სხივურ ან ქიმიოთერაპიამდე

შესაძლოა, სიმსივნური დაავადების მკურნალობამ (ქიმიოთერაპიამ, სხივურმა თერაპიამ) სპერმისა თუ კვერცხუჯრედის წარმოქმნის უნარი შეამციროს და რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითება ან, ხშირ შემთხვევაში, როგორც ქალის, ისე კაცის უნაყოფობა გამოიწვიოს;

ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკა რეპროარტი რეპროდუქციულ ფუნქციას თქვენი სპერმის, კვერცხუჯრედების ან ებრიონების კრიოპრეზერვაციის საშუალებით შეგინარჩუნებთ;

კრიოპრეზერვაცია ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის დაწყებამდე უნდა მოხდეს. შესაძლოა, ამ პროცედურამ ის ერთადერთი შანსი მოგცეთ, რომელიც სიმსივნური დაავადების მკურნალობის დასრულების შემდგომ შვილის ყოლაში დაგეხმარებათ.

მამაკაცის ნაყოფიერების შენარჩუნება

კრიოპრეზერვაციის წარმატების მაჩვენებელი

სპერმის გაყინვისა და გამოლღობის შემდეგ მოძრავი სპერმატოზოიდების დაახლოებით 50% ისევ მოძრავი იქნება. ეს კი ნიშნავს, რომ სპერმატოზოიდების რაოდენობა კვერცხუჯრედის განაყოფიერებისთვის სრულიად საკმარისია.

ერთი ეაკულატი მხოლოდ ერთი ინსემინაციისთვისაა საკმარისი, თუმცა რეპროდუქციულ კლინიკა რეპროარტში შეგვიძლია ერთი ეაკულატი ბევრ კონტეინერში ისე გავყინოთ, რომ თითეული მათგანი საკმარისი რაოდენობის სპერმატოზოიდებს შეიცავდეს. ორსულობის მისაღწევად, საჭიროების შემთხვევაში, ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექციით (ICSI) ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის რამდენიმე მცდელობის საშუალება გექნებათ.

IVF/ICSI -ის წარმატების მაჩვენებელი იცვლება 5%-დან 50%-მდე, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ასაკიდან გამომდინარე.

როგორ უნდა მოიქცეთ სპერმის კრიოპრეზერვაციისთვის

სპერმის კრიოპრეზერვაციის (გაყინვის) დასაგეგმად თქვენ ან თქვენი ექიმი ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკა რეპროარტს უნდა დაუკავშირდეთ და შეხვედრა დანიშნოთ. კლინიკაში მისვლისას სპერმის ნიმუშს ჩააბარებთ, რომლის ანალიზიც მაშინვე გაკეთდება, შემდეგ კი სპერმა გაიყინება.

ქალის ნაყოფიერების შენარჩუნება

კვერცხუჯრედების და ემბრიონის კრიოპრეზერვაციის წარმატების მაჩვენებელი

კვერცხუჯრედები – საკვერცხეების მედიკამენტოზური სტიმულაციიდან 6-12 დღის შემდეგ ვიღებთ კვერცხუჯრედებს. მათი რაოდენობა სხვადასხვაგვარია და ქალის ასაკზეა დამოკიდებული.

ემბრიონები — ReproART-ში ინ ვიტრო განაყოფიერების (ე.წ. ხელოვნური განაყოფიერება) ყველა ციკლში მრავალი ბლასტოცისტის (ემბრიონის განვითარების სტადია) მიღება შეგვიძლია. გაყინვა-გამოლღობის შემდეგ ჩვენს კლინიკაში ბლასტოცისტების 98% გადარჩება. ერთი ან ორი ასეთი ბლასტოცისტის გადატანით კი თქვენ ორსულობის ისეთივე შესაძლებლობა გექნებათ, როგორიც გაუყინავი ბლასტოცისტების გადატანისას. წარმატების მაჩვენებელი ამ შემთხვევაში 65%-ია.

როგორ უნდა მოვიქცეთ კვერცხუჯრედებისა და ემბრიონების კრიოპრეზერვაციისთვის?

კვერცხუჯრედების ან ემბრიონების კრიოპრეზერვაციისთვის თქვენ ან თქვენი ექიმი კლინიკა რეპროარტს უნდა დაუკავშირდეთ და კვერცხუჯრედების ან ემბრიონების გაყინვა დაგეგმოთ.

საკმარისი რაოდენობის კვერცხუჯრედების მისაღებად, გამოკვლევების შემდეგ, საკვერცხეების სტიმულაცია ჩაგიტარდებათ, რომელსაც ექოსკოპიურად და ლაბორატორიულად ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკა რეპროარტის რეპროდუქტოლოგი გააკონტროლებს. 6-12 დღეში მსუბუქი ანესთეზიით საკვერცხეებიდან კვერცხუჯრედებს ამოიღებენ. ეს კვერცხუჯრედები შესაძლოა გაიყინოს ცალკე, ან განაყოფიერდეს და ემბრიონის კრიოპრეზერვაცია ბლასტოცისტის სტადიაზე მოხდეს. ამ პროცედურების შემდეგ სიმსივნური დაავადების მკურნალობის დაწყებას შეძლებთ.

ნაყოფიერების შენარჩუნება კლინიკა რეპროარტში თქვენს ონკოლოგთან ერთად დაიგეგმება და კოორდინირებულად შევადგენთ კრიოპრეზერვაციის გეგმას სიმსივნური დაავადების მკურნალობის დაწყებამდე. 
ჩვენ არ გვსურს დავაყოვნოთ თქვენი მკურნალობა ასეთ რთულ დროს და ვეცდებით მაქსიმალურად მოკლე ვადაში უზრუნველვყოთ თქვენი მომსახურება.

კვერცხუჯრედის გაყინვა

სპერმის გაყინვა

© 2024 რეპროარტი