კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორია
ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი ევროპული და ამერიკული კომპანიების უახლესი, ულტრათანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი.
ReproART-ში ფუნქციონირებს დიაგნოსტიკური ბაზა, რომელიც გინეკოლოგიური და ანდროლოგიური პაციენტების კომპლექსურ გამოკვლევას უზრუნველყოფს. ამას გარდა, კლინიკო-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში წყვილების უშვილობის მიზეზები დგინდება.
ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი და მისი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დიაგნოსტიკური ბაზა გამოკვლევების სრულ სპექტრს უზრუნველყოფს, მათ შორის სისხლის, ბიოქიმიურ და ჰორმონალურ ანალიზებს. ავტომატური ანალიზატორები კი, რომლებითაც ლაბორატორიაა აღჭურვილი, მიღებული შედეგების სიზუსტეს განაპირობებს.