კლინიკა რეპროარტში სრული სამუშაო გრაფიკი განახლდა
Covid-19 პანდემიის ფარგლებში, ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი, მუშაობას სრული სამუშაო გრაფიკით აგრძელებს.
მეტი +საკვერცხეების მედიკამენტოზური სტიმულაცია ბუნებრივი გზით ორსულობის დაგეგმვის ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია. მედიკამენტოზური სტიმულაციისას პაციენტებში, რომელთაც ოვულაცია დარღვეული აქვთ (ანოვულაცია), ოვულაციის გამოწვევა მედიკამენტების გამოყენებით ხდება და ორსულობის შანსი იზრდება.
ოვულაცია (ფოლიკულიდან მომწიფებული კვერცხუჯრედის გამოსვლა) წარმოადგენს პროცესს, რომლის მიმდინარეობისას ფოლიკულიდან გამოთავისუფლებული კვერცხუჯრედი ერთ-ერთ ფალოპის მილში ხვდება და ნაყოფიერდება.
რეგულარული, 28-დღიანი მენსტრუალური ციკლის შემთხვევაში, ოვულაცია მენსტრუაციის 13-14 დღეს დგება. კვერცხუჯრედის სიცოცხლისუნარიანობა კი 24-48 საათს გრძელდება.
თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო, რეპროდუქციული ასაკის ქალს ზოგჯერ ოვულაციის პროცესი დარღვეული აქვს, რის გამოც ანოვულაცია ვითარდება. ანოვულაცია არის მდგომარეობა, როდესაც ფოლიკულის მომწიფება და ფოლიკულიდან კვერცხუჯრედის გამოსვლა არ ხდება, რაც ხელს უშლის ორსულობის დადგომას. შესაძლოა, ქალის უნაყოფობა სწორედ ამ მიზეზით იყოს განპირობებული. ქართულ-ამერიკულ რეპროდუქციულ კლინიკა ReproART-ში ანოვულაციით გამოწვეული უნაყოფობის მკურნალობა საკვერცხის მედიკამენტოზური სტიმულაციით ხდება.
რეპროდუქციულ კლინიკა რეპროარტში საკვერცხეების მედიკამენტოზური სტიმულაცია მოიცავს:
პაციენტის ინდივიდუალური მონაცემებიდან გამომდინარე, მკურნალობის სქემასა და პრეპარატის დოზებს რეპროარტის მაღალკვალიფიციური რეპროდუქტოლოგი ადგენს.
იმისთვის, რომ დაგეგმო კლინიკა რეპროარტის ნაყოფიერების სპეციალისტთან – მეან-გინეკოლოგ, რეპროდუქტოლოგთან კონსულტაცია თბილისის, ქუთაისის ან ბათუმის ფილიალში, აუცილებელი არის წინასწარ ჩაწერა.
Covid-19 პანდემიის ფარგლებში, ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი, მუშაობას სრული სამუშაო გრაფიკით აგრძელებს.
მეტი +