რეპროარტის მეან-გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის— თამარ ბარბაქაძის სიუჟეტი, COVID-19-ის დროს უსაფრთხო ორსულობასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე
ჩვენი კლინიკის მეან-გინეკოლოგმა და რეპროდუქტოლოგმა — თამარ ბარბაქაძემ
მეტი +
კოლპოსკოპია დიაგნოსტიკური კვლევის ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც საშუალებას გვაძლევს მაღალი გადიდების ქვეშ, ახლოდან დავათვალიეროთ საშვილოსნოს ყელი, საშოს კედლები, ვულვა.
კოლპოსკოპიის კვლევა ინიშნება პაპ ტესტის ანალიზის შედეგის, ან ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით.
რეპროდუქციულ კლინიკა რეპროარტში კოლპოსკოპიის პროცედურა ტარდება ამბოლატორიულ პირობებში და იგი გრძელდება დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში. პროცედურა სრულიად უსაფრთხოდ და უმტკივნეულოდ, ანესთეზიის გარეშე მიმდინარეობს.
კოლპოსკოპიის პროცედურის დაგეგმვამდე უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
პაპ ტესტის ანალიზის შედეგში ან ექიმის მიერ საშვილოსნოს ყელის შეფასების დროს თუ აღინიშნება საყურადღებო ვცლილება, უნდა ჩატარდეს კოლპოსკოპია, იმისთვის რომ სრულფასოვნად შეფასდეს პაცენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. არის შემთხვევები, როდესაც პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს ბიოფსია.
ბიოფსიის დროს ექიმი საყურადღებო უბნიდან იღებს ქსოვილის ნიმუშს. საშვილოსნოს ყელის ბიოფსია, როგორც წესი არ არის მტკივნეული, თუმცა შესაძლოა თან ახლდეს მსუბუქი დისკომფორტი, საშოს ბიოფსის დროს კი ექიმმა შესაძლოა გამოიყენოს ადგილობრივი ანესთეზია.
ჩვენი კლინიკის მეან-გინეკოლოგმა და რეპროდუქტოლოგმა — თამარ ბარბაქაძემ
მეტი +